სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„მე განსაკუთრებულად ჩემი, ქართველი ახალგაზრდა მეცოდება“ - ოთარ ჭილაძის ტკივილებიდან
10-09-2018
-
+


ადამიანის სულის სიღრმეების წვდომა და უბერებელ პრობლემათა თანამედროვე ფეთქვით გადმოცემა ქართველი მწერალის, პროზაიკოსის, პოეტისა და დრამატურგის, ოთარ ჭილაძის ხელწერაა და აი, ფრაგმენტი მისი ტკივილებიდან:

„მე განსაკუთრებულად ჩემი, ქართველი ახალგაზრდა მეცოდება – უნიჭიერესი და უვიცი, არასწორი წარმოდგენებისა და ფუჭი ილუზიების ტყვე.

შენ რომ არ გისმენს, არაფრად რომ აღარ გაგდებს, ეს კიდევ არაფერი, ამას შენც მოინელებ და, რა თქმა უნდა, აპატიებ, მაგრამ შეიძლება მართლა გაგისკდეს გული, როცა საკუთარი თვალით ხედავ, როგორ ბრმად ენდობა ნებისმიერ სულგაყიდულ, სინდისგარეცხილ მედროვეს, რომელიც აშკარად პირადი გამორჩენის მიზნით, ანდა კიდევ უარესი, სხვა, უფრო დიდი მედროვის ფარული მითითებების შესაბამისად, დაუნანებლად სვრის, ბილწავს, ასახიჩრებს ირგვლივ ყველაფერს.

აკნინებს, აბითურებს წმინდა ცნებებს; ეჭვის ქვეშ აყენებს საუკუნეობით დადგენილსა და დაკანონებულს… პირუტყვულ თავისუფლებას ქადაგებს ზნეწამხდარ ოჯახებსა და ფუნქციადაკარგულ სკოლებში…”


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება