სიახლეები
სამასწავლებლო

რა სჭირდება სკოლას იმისთვის, რომ ბავშვებს უკეთესი განათლება მისცეს?
31-07-2018
-
+


ქართული განათლების სისტემაში რეფორმები მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა ხარვეზებზე საუბარიც არ წყდება. რა არის საჭირო იმისთვის, რომ სკოლამ უკეთესი განათლება მისცეს ბავშვებს? 

Etaloni.ge-ს ამ კითხვას თავად სკოლის დირექტორები პასუხობენ და სისტემის გაუმჯობესების თავიანთ ხედვას გვიზიარებენ. 

ტალერის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ჯიჯელავა: ბავშვებისთვის უკეთესი განათლების მიცემა პირველ რიგში მატერიალურ და ადამიანურ რესურსებზეა დამოკიდებული. სერტიფიცირება არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელი საუკეთესოა. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ, არა - გადამწყვეტი. ამ შედეგისთვის კი მასწავლებელი მოტივირებული უნდა იყოს და უკეთესი ანაზღაურება ჰქონდეს. რაც შეეხება მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რომელსაც ერთ-ერთი დიდი მნიშვნელობა აქვს განათლების მიცემის პროცესში, ის სოფლებში, სამწუხაროდ, ძალიან ცუდია. 

გარდაბნის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა თარალაშვილი: ძალიან კომპლექსური საკითხია. აქ როგორც ძლიერი ადამიანური რესურსია საჭირო, ასევე - სკოლების ინფრასტრუქტურული გამართულობა. შედეგი ამით იქნება უკეთესი. რაც მთავარია -მოსწავლეების მოტივაცია, რაც გარემომ-ოჯახმა და სახელმწიფომ უნდა შექმნას. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ განათლება აუცილებელი და საჭიროა. სწავლის სურვილი, გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე, თავისთავად უნდა განუვითარდეს; უნდა ხედავდეს, რომ ოჯახში აინტერსებთ სწავლა, შესაბამისად, ოჯახის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ნახურციალოს საჯარო სკოლის დრექტორი ირმა ადამია: აუცილებელია სკოლების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. ჩვენი მოსწავლეებისთვის ეს ნაკლებად ხელმისაწვდომია. თუ ეს მოხერხდება, უკეთესი განათლების მიცემა შესაძლებელი იქნება. 

ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ აფხაზავა: თითოეულ სკოლაში ტექნიკურ-მატერიალური ბაზა უნდა იყოს მოწესრიგებული, ანუ შენობა უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს. კაბინეტები და ლაბორატორიები მოწესრიგებული უნდა იყოს, რომ მოსწავლეებს ცდების ჩატარება შეეძლოთ. რაც მთავრია, პედაგოგს მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეს მოტივაციისთვის. როცა ადმინისტრაციას გაცილებით ნაკლები ხელფასი აქვს, ვიდრე პედაგოგს-განაკვეთზე, იქ მოტივაცია ნულია. მე და ჩემი კოლეგები ფაქტობრივად ენთუზიაზმზე ვმუშაობთ. 

პტენის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ტაბატაძე: ჩვენს ბავშვებს სკოლა არ აქვთ და რთულ პირობებში უწევთ განათლების მიღება. ავარიული შენობა იყო, მოვითხოვე, რომ გაერემონტებინათ, მაგრამ აუდიტის დასკვნის შედეგად რემონტს არ ექვემდებარებოდა. ამიტომ  ეს სკოლა დაიხურა. ამჟამად დავდივართ ჩუნჩხაში, სადაც არ არის საკმარისი კლასი და განათლების მიწოდება რთულია. ამ გაჭირვების მიუხედავად, ვცდილობთ არ გავჩერდეთ. ჩვენთან სკოლის აშენებისთვის თანხა უკვე გადმორიცხულია, ხარჯთაღრიცხვაც მზად არის, მაგრამ რატომღაც მაინც არ იწყება პროცესი და ჭიანურდება. ყოველდღიური პრობლემა მაქვს მშობლებთან, რომლებიც მეუბნებიან, რომ ბავშვები დავაბრუნო სოფელში.  

ხუნევის საჯარო სკოლის დირექტორი ვეფხვია ლომიძე: ჩვენ სპორტული მოედანი არ გვაქვს, ინვენტარიც გვაკლია... კარგი იქნება, რომ ქიმიის, ფიზიკის და სხვა კაბინეტები გვქონდეს.  გვჭირდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომ უკეთესი განათლება მივაწოდოთ ბავშებს. ჩვენ სკოლას არ გვაქვს იმის ბიუჯეტი, რომ თავად შევიძინოთ და მოვაწყოთ კაბინეტები. 

წიფის სკოლის დირექტორი გოჩა კვინიკაძე: ალბათ, უფრო მეტი მხატვრული ლიტერატურაა საჭირო სკოლებში. ვგულისხმობ ბიბლიოთეკის გამდიდრებას. ასევე, სასწავლო მასალის გამრავალფეროვნება არ იქნებოდა ურიგო. 

ვარძიის საჯარო  სკოლის დირექტორი ჯამბულ ხაჯიკიაძე: საჭიროა კარგი წიგნები და კარგი მასწავლებლები. ამ პატარა ქვეყანაში ერთ საგანთან დაკავშირებით 6 და 7 სახელმძღვანელო არ უნდა გამოიცემოდეს. ერთი უნდა იყოს და კარგი. 

ოკამის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ანზორ მიქელაძე: მოწყობილი ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური კადრები. რაც შეეხება სერტიფიცირებას, ეს არ არის გადამწყვეტი, სერტიფიცირებულ პედაგოგს შესაძლოა ჩვეულებრივი პრაქტიკოსი სჯობდეს, თუმცა ბუნებრივია ეს სერტიფიცირებაც გარკვეულ შედეგს აჩვენებს. ამის გარდა, პედაგოგს თავისი პროფესია თავად უნდა აინტერესებდეს და სურდეს ბავშვებს ის გადასცეს. ამისთვის კი ძირითადად ანაზღაურებაა საჭირო. 

კოთელიის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე აჩელაშვილი: მშობელთა ჩართულობა, უპირველეს ყოვლისა. ეს აუცილებელია! თუ მშობელი არ ჩაერთვება შვილის განათლებაში, ბავშვი ვერ კი არა, არ ისწავლის! მშობელი პატივს უნდა სცემდეს სკოლას, მასწავლებლებს და ბავშვს განათლების მიმართ სიყვარულს უნერგავდეს. ესაუბრებოდეს განათლების აუცილებლობასა და სარგებლობაზე. ამის გარეშე განათლების უკეთესად მიწოდება რთულია. 

სართიჭალის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ გარაშვილი: საჭიროა ყველა მასწავლებელმა ჩაატაროს საინტერესო, სხვადასხვა აქტივობით გამდიდრებული გაკვეთილი. ამ შემთხვევაში სწავლა ხარისხიანი იქნება. საჭიროა პედაგოგები თანამედროვე მოთხოვნებსა და მიდგომებს მიჰყვნენ. 

ინჩხურის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ახვლედიანი: ამისთვის ბევრი რამ არის საჭირო, მაგრამ პირველ რიგში მაინც კარგად მომზადებული მასწავლებელი. ამის შემდეგ-ინფრასტრუქტურა. სხვა დროა, სხვა ეპოქაა, მასწავლებელი, რომ ტექნიკურ საშუალებებს ვერ ფლობს, იმისთანა მასწავლებლის გაკვეთილი საინტერესო იქნება? მე პირადად ვაპირებ სკოლის ბიუჯეტით ჩემი ყველა მასწავლებელი გადავამზადო. 

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი სოსო წულაია: მატერიალირ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, კომპეტენტური მასწავლებლები, მოტივაცია ანაზღაურების სახით-ეს ყველაფერი ერთობლივად უკეთესი განათლების საშუალებას ქმნის. 

სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ჯუმბერ ბორჯოდაშვილი: საჭიროა პროფესიონალი პედაგოგები, მათ კი მოტივაციად უკეთესი ანაზღაურება სჭირდებათ. მაგალითად, ჰოლანდიაში, მასწავლებელი ყოველ წელიწადს აბარებს გამოცდას, მაგრამ მათ 3000 ევრო აქვთ ხელფასი. ბუნებრივია, რომ პედაგოგმა მუდმივად უნდა აიმაღლოს კვალიფიკაცია. 

ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის დირექტორი მანანა შავდია: რა თქმა უნდა, პროფესიულად განვითარებული მასწავლებელი და უსაფრთხო სასწავლო გარემო. ეს გარემო კი სწორედ სკოლამ უნდა შექმნას. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.

ოჩეს საჯარო სკოლის დირექტორი მარიან თორდინავა: მნიშვნელოვანი ბევრი რამეა. მაგალითად, რესურსები უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ეს გულისხმობს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და სასწავლო კაბინეტების მომზადებას. საჭიროა მეტად მომზადებული პედაგოგები, რომლებიც თანამედროვე გამოწვევებს უპასუხებენ. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია ახალი თაობა დაინტერესდეს მასწავლებლობით. 

საღანძილის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო ჭიპაშვილი: პედაგოგიური კოლექტივის გადახალისება მნიშვნელოვანია. ამავდროულად, სასკოლო სახელმძღვანელოები უფრო საინტერესო უნდა იყოს და რაც მთავრია, თანამედროვე გამოწვევებს პასუხობდეს. 

ბათუმის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე: საინტერესო, მრავალფეროვანი სასწავლო გარემო და კვალიფიციური პედაგოგი. თანამედროვე სკოლას თანამედროვე საკლასო ოთახები და კაბინეტები სჭირდება. მამოტივირებელი რესურსი თავად მასწავლებელიც შეიძლება გახდეს.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება