სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალი სასწავლო წლიდან საფრანგეთის სკოლებში მობილურის გამოყენება იკრძალება
31-07-2018
-
+


საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში მობილური ტელეფონითა და სხვა ელექტრონული მოწყობილობებით სარგლებლობა იკრძალება.

კანონის თანახმად, მობილური ტელეფონის გამოყენება მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევის დროს იქნება შესაძლებელი. პორტატული კომპიუტერები და პლანშეტები კი მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით იქნება დაშვებული. ამას თითოეული სკოლა საჭიროების მიხედვით თავად გადაწყვეტს.

საფრანგეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლების აზრით, ახალი წესი სკოლებში დისციპლინის საკითხის მოგავრებას შეუწყობს ხელს და ცოდნის მიღების დროს მოსწავლეებს ყურადღების კონცენტრირებაში დაეხმარება. 

აღსანიშნავია, რომ ფრანგ მოსწავლეებს მობილური ტელეფონების გაკვეთილზე გამოყენების უფლება აქამდეც არ ჰქონდათ. ახალი აკრძალვა შესვენებებს, ლანჩსა და სკოლაში გატარებულ დამატებით საათებს შეეხება.

როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში განმარტავენ, მოსწავლეები შესვენების დროს სკოლის ეზოში განტვირთვის ნაცვლად, საკუთარ მობილურ ტელეფონებს უთმობენ დროს.

ტელეფონების აკრძალვა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. მიზეზი კი, მოზარდების სმარტფონებისადმი დამოკიდებულება გახდა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება