სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ადრეული ქორწინება - მიზეზები და შედეგები“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა 
08-06-2026
-
+


 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში X კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების ფარგლებში, განახორციელეს მნიშვნელოვანი სოციალური, კვლევითი და შემოქმედებითი პროექტი - „ადრეული ქორწინება - მიზეზები და შედეგები“.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ ადრეული ქორწინება, როგორც ადამიანის უფლებებთან, განათლების უფლებასთან, ჯანმრთელობასთან, გენდერულ თანასწორობასთან და სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული პრობლემა.

მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, მოიძიეს ინფორმაცია, იმსჯელეს მიზეზებსა და შედეგებზე, გააანალიზეს სამართლებრივი და სოციალური ასპექტები და შექმნეს მრავალფეროვანი სასწავლო პროდუქტები.

პროექტის ფარგლებში მომზადდა პრეზენტაციები, ვიდეომასალა, პოსტერი. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია როლურმა თამაშმა - „გოგონა, რომელსაც ათხოვებენ“, სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა როლი მოირგეს: მასწავლებლის, ექიმის, სოციალური მუშაკის, სკოლის დირექტორის, დამრიგებლის, მშობლისა და რესურსცენტრის წარმომადგენლის.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ აქტივობამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, პრობლემა სხვადასხვა პერსპექტივიდან დაენახათ და გაეაზრებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის უფლებების დაცვა, განათლების გაგრძელება და უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა.

„მოსწავლეებმა გამოავლინეს მაღალი ჩართულობა, პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობის უნარი, არგუმენტირებული მსჯელობა და ემპათიური დამოკიდებულება. პროექტმა ხელი შეუწყო კრიტიკული აზროვნების, მოქალაქეობრივი ცნობიერების, სოციალური პასუხისმგებლობისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ხედვის განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელ მასწავლებლებს - ნანა გახოკიძესა და ნათია სვიმონიშვილს აქტუალური თემის სწორად დაგეგმვისთვის, მოსწავლეთა მოტივაციისთვის და ღირებულებებზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნისთვის.

„სკოლისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა ისწავლონ არა მხოლოდ საგნობრივი მასალა, არამედ პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, თანასწორობა და საკუთარი მომავლის გააზრებული დაგეგმვა. მსგავსი პროექტები აძლიერებს მოსწავლეებში ცნობიერებას, ემპათიასა და სწორ სამოქალაქო პოზიციას.

მადლობა X კლასის თითოეულ მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისთვის, საინტერესო იდეებისთვის, შემოქმედებითი ნამუშევრებისთვის და გუნდური თანამშრომლობისთვის.

ვულოცავთ, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პროექტის წარმატებით განხორციელებას! გვჯერა, რომ ასეთი აქტივობები ხელს შეუწყობს ინფორმირებული, პასუხისმგებლიანი, თავისუფალი და ღირსეული მომავლის მქონე თაობის აღზრდას“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
 
 
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება