სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , კონკურსი

დუისის საჯარო სკოლის მოსწავლე Etaloni.ge-ს მკითხველს პანკისის ხეობის ერთერთი ყველაზე ლამაზ ადგილს აცნობს
11-07-2018
-
+


დუისის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მარგოშვილი Etaloni.ge-ს ახალი საზაფხულო ინიციატივის ფარგლებში საიტის მკითხველს პანკისის ხეობის ერთერთი ყველაზე ლამაზ ადგილს - ბაწარას ნაკრძალს აცნობს: 

მისი თქმით, ბაწარას ნაკრძალის დათვალიერების დროს ბევრ არაჩვეულებრივ, თავად ბუნების მიერ შექმნილ სილამაზეს ნახავთ:


„პანკისის ხეობის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ღირსშესანიშნაობა ბაწარას ნაკრძალია. ბაწარას ნაკრძალში ინახება „უთხოვარო“ ხეების მსოფლიოში უდიდესი ნარგაობა, დაახლოებით 700 ჰექტარი. ლეგენდის თანახმად, როდესაც თამარ მეფეს ეს ხე სთხოვეს, მას უთქვამს ამ ხის მოჭრა არ მთხოვოთო და სწორედ მას შემდევ შეარქვეს უთხოვარი. როგორც იცით, დაცულ ტერიტორიაზე არაფრისთვის არ შეიძლება ხელის ხლება, თუ ხე დაბერდა და წაიქცა ისევე უნდა დატოვო, არავის არ აქვს მისი გადაადგილების და მითუმეტეს ნაკრძალია ტერიტორიიდან გამოტანის უფლება. სწორედ ამიტომაა, რომ ბაწარას ნაკრძალის დათვალიერების დროს ბევრ არაჩვეულებრივ, თავად ბუნების მიერ შექმნილ სილამაზეს ნახავთ. ნაკრძალში ლაშქრობის დროს შეიძლება გარეული ცხოველების ნაფეხურებსაც გადააწყდეთ, მაგალითად დათვის. დიახ, ნაკრძალში დათვებიც ბინადრობენ, მაგრამ არ შეგეშინდეთ. როგორც გიდებმა გვითხრეს, დათვებს ხმაურის ეშინიათ და ადამიანებს არასდროს უახლოვდებიან.“

შეგახსენებთ, რომ Etaloni.ge-მ მორიგი შემოქმედებითი აქტივობა - საზაფხულო ინიციატივა მოსწავლეებისათვის დაიწყო. 

საზაფხულო ინიციატივა გაგრძელდება 9 სექტემბრის ჩათვლით.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება