| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ციცო ცაბაძე სკოლა „ცოდნას“ მათემატიკის მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას დიდი სიყვარულით ემსახურება.
პედაგოგის ხედვით, მოსწავლის აღზრდა სიყვარულის, პასუხისმგებლობისა და პირადი მაგალითის საფუძველზე იწყება.
მისი თქმით, მასწავლებლის როლი მხოლოდ ცოდნის გაზიარებით არ სრულდება, ის მოსწავლისთვის არის მაგალითი და მოტივაციის წყარო. მისი შეფასებით სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარები.
პედაგოგის პროფესიულ არჩევანზე გადამწყვეტი გავლენა ბავშვებისა და მათემატიკის სიყვარულმა იქონია, დღეს კი ბავშვებს თავისუფალ, თბილ და სიყვარულით გარემოცულ გარემოში აზიარებს მათემატიკის საიდუმლოებებს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ მათემატიკის მასწავლებელი ციცო ცაბაძე პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- თვითონ არის პასუხისმგებლიანი („გაგონილს ნანახი ჯობია“).
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მოტივაცია, საგნის მცოდნე და მოყვარული მასწავლებელი.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- ცხოვრებაში საჭირო აუცილებელ უნარებს.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- მეგობრებს უყვართ ერთმანეთი, სიყვარული კი ყოველგვარ კეთილ საქმეს გაგაკეთებინებს.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- საინტერესოდ გასწავლიან, თავისუფალ, თბილ და სიყვარულით გარემოცულ გარემოში.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- მოსმენა. პატივისცემა ნებისმიერი პიროვნების.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ძალიან მიყვარდა მათემატიკაც და ბავშვებიც. (ეხლაც ძალიან მიყვარს ორივე)
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს