| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მანანა ხმალაძე, სკოლა „ცოდნას“ მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებს საგანთან ერთად ღირებულებებს ასწავლის. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლის ინტერესები და ინდივიდუალური განვითარება.
მისი შეფასებით, მოსწავლის განვითარება მხოლოდ ცოდნის გაზიარებით არ შემოიფარგლება, სკოლაში ყალიბდება მოაზროვნე, შემოქმედებითი, წიგნიერი და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქე.
პედაგოგის პროფესიულ არჩევანზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინეს - ოჯახმა და გამორჩეულმა პედაგოგებმა, დღეს კი საკუთარ საქმეს დიდი სიყვარულით ემსახურება.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ რუსული ენის მანანა ხმალაძე პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- მასწავლებელი თავად არის პასუხისმგებლიანი, ზოგჯერ პირადი მაგალითი საუკეთესოდ მუშაობს.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მოტივაცია, როცა მოსწავლე სრულად არის ჩართული სწავლის პროცესში; დროის სწორი გადანაწილება, თვითშეფასება ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად, სუსტი მხარეების გასაძლიერებლად გზების დასახვა.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- აყალიბებს მოაზროვნე, ახლის შემოქმედ, წიგნიერ, ინფორმირებულ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეს.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- სკოლაში უყალიბდება საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- მოსწავლე სრულადაა ჩართული სწავლა-სწავლების პროცესში, როდესაც საგნის შინაარსი და მოსწავლის ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- საკუთარი ქცევის მართვისა და სასკოლო ცხოვრებაში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უნარს.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ჩემმა ოჯახმა და საუკეთესო პედაგოგებმა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს