სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სწავლა საინტერესოა, როდესაც გაკვეთილები მრავალფეროვანი, ინტერაქტიული და მოსწავლეთა ინტერესებს მორგებულია“- სპასოვკის N1 სკოლის პედაგოგი ნატო ვანაძე
25-02-2026
-
+


ნატო ვანაძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია, რომელიც პროფესიისა და მოსწავლეთა სიყვარულით გამოირჩევა. როგორც თავად აღნიშნავს, მისი პროფესიის არჩევანზე გავლენა სწორედ ბავშვებთან მუშაობის სიყვარულმა მოახდინა. მოსწავლეებს მრავალფეროვან, ინტერაქტიულ და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ გაკვეთილებს სთავაზობს და ახარებს, რომ ცოდნითა და გამოცდილებით მათ განვითარებაში შეაქვს წვლილი. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ​ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ნატო ვანაძე პასუხობს. 

-  მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- მოსწავლის პასუხისმგებლობას ვაფასებ იმით, როდესაც ის პასუხისმგებლობით ეკიდება სასწავლო პროცესს, დროულად ასრულებს დავალებებს, აქტიურად ერთვება გაკვეთილში და პატივს სცემს როგორც მასწავლებელს, ასევე თანაკლასელებს. ასეთი მოსწავლე ავლენს თვითდისციპლინას და სწავლისადმი ინტერესს.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- მოსწავლის წარმატებასთან ვუკავშირებ მის მოტივაციას, შრომისმოყვარეობას და მიზანმიმართულობას. წარმატება მიიღწევა მაშინ, როდესაც მოსწავლე ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას და არ უშინდება სირთულეებს.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

-  უნარებს, რომლებიც დაეხმარება ცხოვრებაში: კრიტიკულ აზროვნებას, კომუნიკაციას, თანამშრომლობას და პრობლემების გადაჭრის უნარს.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- იგი ქმნის დადებით და უსაფრთხო გარემოს, ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემას, მხარდაჭერას და გუნდურ მუშაობას.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

-  გაკვეთილები არის მრავალფეროვანი, ინტერაქტიული და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე აქტიურად იყოს ჩართული პროცესში.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....

- ვფიქრობ, რომ ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს საბაზისო ცოდნასა და უნარებს, როგორიცაა კითხვა, წერა, კრიტიკული აზროვნება და ეფექტური კომუნიკაცია, რაც აუცილებელია როგორც განათლებაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

-  ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ბავშვებთან მუშაობის სიყვარულმა და სურვილმა, რომ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით მათ განვითარებაში შევიტანო წვლილი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

მოვალეობის შემსრულებელი დირექტორად დაინიშნა - საკადრო ცვლილება სამინისტროს სსიპ-ში

გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება