სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეებს სკოლაშივე უნდა ვაჩვენოთ პასუხისმგებლობის მაგალითები... ოჯახის, სკოლის, სამშობლოს წინაშე“ - სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე
24-02-2026
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე მომავალი თაობის აღზრდა-განათლებას გულანთებული ემსახურება. 

მისთვის სკოლა არის სივრცე, სადაც ბავშვები საგნებთან ერთად ცხოვრებას სწავლობენ. პასუხისმგებლობის გრძნობა, ურთიერთპატივისცემა, მეგობრობა, წარმატებისკენ სწრაფვა კი ის ფასეულობებია, რომელთა გაძლიერებაზეც სკოლის დირექცია ყოველდღიურად ზრუნავს.

სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლის პიროვნული განვითარება იწყება მაშინ, როცა პასუხისმგებლობის მაგალითებს სკოლაშივე ხედავს. სწორედ ასეთი გარემო ქმნის მოტივაციას და ხელს უწყობს მოსწავლეების სრულფასოვან ჩამოყალიბებას.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- თითოეული ჩვენგანის ღირებულება პასუხისმგებლობით განისაზღვრება. მოსწავლეებს სკოლაშივე უნდა ვაჩვენოთ პასუხისმგებლობის მაგალითები... ოჯახის, სკოლის, სამშობლოს წინაშე.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- გარემო ფაქტორი, თუ როგორი ურთიერთობაა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენასა და თვითრეალიზებას.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- ღირებულებით განათლებას, რადგან სკოლა ის ადგილია სადაც ცხოვრებაა და არა იზოლირებული ადგილი, სადაც ადამიანები მხოლოდ აკადემიურ განათლებას ეუფლებიან, არამედ მოსწავლეებს შეუძლია რეალურ ცხოვრებას გაეცნონ.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- მეგობრობის გარეშე შეუძლებელია საზოგადოებაში თავის დამკვიდრება...

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- საგაკვეთილო პროცესი სწავლა-სწავლების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ასევე თითოეული მოსწავლის შესაძლებლობაც არის გათვალისწინებული.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....

- უნდა ფლობდეს კვლევისა და სწავლის უნარს.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- ბავშვების სიყვარულმა და ჩემმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 
სკოლები

არჩევნებს კი წინ უძღოდა კანდიდატების მიერ საკუთარი საარჩევნო პროგრამების წარდგენა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) რეგიონულ სამეცნიერო ფესტივალს უმასპინძლა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება