სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც მოსწავლეს აქვს არჩევანის და აზრის გამოხატვის თავისუფლება“ - დაბა ურეკის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა კუნჭულია
24-02-2026
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლაში დირექტორი ინეზა კუნჭულია უზრუნველყოფს საინტერესო, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს, სადაც, შეფასება არის სამართლიანი და მოტივაციური.  მოსწავლეთა დიდი მხარდამჭერი, ახალისებს მათ წარმატებასა და თავისუფალ აზრს. ამ მიდგომებით კი ქვეყანას მოაზროვნე ახალ თაობას უზრდის. 

etaloni.ge-ს ბლიც კითხვებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა კუნჭულია პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ვაძლევთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და ვაკისრებთ პასუხისმგებლობას შედეგზე, როდესაც ვაწესებთ წესებს და თავადაც ვიცავთ მათ.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მასწავლებლის მხარდაჭერა, მისი ნაშრომის დაფასება, უსაფრთხო გარემო.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- თანატოლებთან და უფროსებთან ჯანსაღი თანამშრომლობის უნარებს.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- ავითარებს კომუნიკაციისა და თანამშრომლობის კულტურას, საკუთარი თავის რწმენას, ციფრულ და მედიაწიგნიერების უნარებს, მოქალაქეობრივ ცნობიერებას.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- მოსწავლეს აქვს არჩევანის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ასევე როცა შეფასება არის სამართლიანი და მოტივაციური.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- თანამშრომლობა - გუნდში მუშაობა.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა დედამ, მისმა რწმენამ, რომ განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია მომავლისთვის და მეც დიდ მადლიერებას გამოვხატავ დედის მიმართ, რადგან კმაყოფილი ვარ და ყოველდღე ვგრძნობ, რომ ჩემს საქმიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება