| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინა ცინცაძე უზრუნველყოფს გარემოს, სადაც მოსწავლეები იღებენ არა მხოლოდ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, არამედ სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას და ყალიბდებიან პასუხსმგებლიან, კანონმორჩილ მოქალაქეებად.
„სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეს თავისუფალი აზროვნების პიროვნებად“,- აღნიშნავს დირექტორი და ამ მიდგომებით საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული და ერუდირებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ცინცაძე პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ვხდებით, რომ მას ესაჭიროება ამ გრძნობის გაღვივება, რადგან ჩემი აზრით, პასუხისმგებლობა ადამიანის თვისებაა, რომელიც ოჯახიდან მოდის, რომელსაც შემდეგ გარემო აძლიერებს.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- წახალისება, მოტივაციის ამაღლება, საკუთარი აზრის თავისუფლად წარმოთქმის შესაძლებლობის მიცემა.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეს თავისუფალი აზროვნების, კანონმორჩილ და კომუნიკაბელურ პიროვნებად.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- იგი აყალიბებს პოზიტიურ დამოკიდებულებებს, ურთიერთობებს ადამიანებს შორის. მეგობრობა, დამყარებულია ნდობაზე, საერთო მიზანსა და ურთიერთპატივისცემაზე.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- გიხარია იმ გარემოში მისვლა, სადაც მთელი დღის განმავლობაში გიწევს მუშაობა
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...
- მიტევების კომუნაკაციის, სწორი გადაწყვეტილების, თანაგრძნობის.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ჩემმა პედაგოგმა, რომელსაც სტუდენტობის პერიოდში მადლობა გადავუხადე, რადგან მან შემაყვარა ჩემი პროფესია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ