სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლისთვის მასწავლებელი უნდა იყოს მენტორი“ - რუსთავის N23 სკოლის დირექტორი მზია კიწმარიშილი
17-11-2025
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექტორის - მზია კიწმარიშილის ხედვით, მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს ხარისხიანი განათლება, სწორი სასწავლო გარემო და კვალიფიციური მასწავლებლები.

მისი თქმით, თანამედროვე სკოლა უნდა იყოს სივრცე, სადაც სწავლება მოსწავლის ჩართულობაზეა ორიენტირებული, ბულინგის პრევენცია - პრიორიტეტი, ხოლო წესები მკაფიო და ყველასთვის გასაგებია. ამასთან, მასწავლებელი არ არის მხოლოდ ცოდნის გამზიარებელი - ის მენტორია, რომელიც ბავშვს თავდაჯერებულობასა და დამოუკიდებლობას ასწავლის. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექტორი მზია კიწმარიშილი პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

-ხარისხიანი განათლება და სწორი სასწავლო გარემო, კვალიფიციური მასწავლებლები. მოსწავლის ჩართულობაზე ორიენტირებული სწავლება. ბულინგის პრევენცია, მკაფიო წესები, რეაგირება და მხარდაჭერა.

მოსწავლისთვის მასწავლებელი უნდა იყოს მენტორი, რომელიც ბავშვში ავითარებს თვითდაჯერებას, დამოუკიდებლობას, გადაწყვეტილების მიღების უნარს.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

-როგორია სწავლების ხარისხი, მოსწავლეთა აკადემიური შედეგები, პრობლემის გადაჭრის უნარი და ჩართულობა აქტივობებსა და პროექტებში.

მასწავლებელთა პროფესიული ზრდით, ტრენინგებში მონაწილეობით და პოზიტიური სოციალური გარემოთი, მშობლებთან თანამშრომლობით.

-კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

-ქმნის უსაფრთხო, მეგობრულ და მოტივირებულ გარემოს, სადაც ადამიანი უკეთ მუშაობს, უკეთ სწავლობს და სტრესს უფრო მარტივად უმკლავდება.

-სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

-მოსწავლეთა განვითარება, ინტერესის გაღვივება, ის, რომ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდნენ და მათი წარმატება.

სკოლამ აღზარდოს სამშობლოზე შეყვარებული, მისი ფასეულობების დამცველი, ერთგული თაობა.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

-ჩვენი შრომა შედეგიანია. ბავშვმა განვითარების სწორი გზა და მიმართულება აირჩა. მასწავლებლის როლის მნიშვნელობა ამ დროს ყველაზე რეალურად ჩანს. შედეგად უფრო დიდი ენერგია და პასუხისმგებლობა მაქვს მისი მხარდაჭერისთვის. სწავლება საერთო საქმედ იქცევა, სადაც ორივე მხარე - სკოლა და ოჯახი ერთ მიზანს ემსახურება.

-რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

-ყველასადმი თანასწორ მიდგომას, პირადი ემოციებისგან გათავისუფლებას და გადაწყვეტილების მიღებას ობიექტურად, ფაქტებზე დაყრდნობით.

-მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

-ყველა მოსწავლე თავს დაცულად, მნიშვნელოვან ადამიანად და განვითარების შეუზღუდავი შესაძლებლობის მქონედ იგრძნობს თავს.

და სადაც მასწავლებელი იქნება ავტორიტეტი, მისაბაძ პიროვნება მოსწავლისა და მისი ოჯახისთვის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება