სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემთვის სკოლაში ყველაზე ფასეულია სწავლას მოწყურებული მოსწავლე და მასზე შვილივით მზრუნველი პედაგოგი“-ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა
17-11-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორ ტრისტან გუგავასთვის მოსწავლის განვითარების საფუძველი, პირველ რიგში, პროფესიონალი მასწავლებლებია, ისინი, ვინც აზიარებენ ცოდნას და აძლიერებენ მოსწავლეთა სწავლისადმი ინტერესს.

დირექტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ერთიან გუნდურ მუშაობას: „თანადგომის გარეშე წარმოუდგენლად მესახება სერიოზული წარმატება და წინსვლა“,- ამბობს ის. ყველაზე ფასეული კი მისთვის სწავლას მოწყურებული მოსწავლე და მასზე შვილივით მზრუნველი მასწავლებელია, რომლებიც ერთად ქმნიან ხარისხიან განათლებას.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- პირველ რიგში პროფესიონალი მასწავლებლები - მოწოდებით პედაგოგები. მშვიდი სასწავლო გარემო. აღარაფერს ვამბობ, მატერიალურ ბაზაზე.

-  სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- წლების შემდეგ როგორი წარმატებული იქნებიან კურსდამთავრებულები. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ სკოლაში სწავლის პერიოდში მიღწეულ წარმატებებს. 

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- თანადგომის გარეშე წარმოუდგენლად მესახება სერიოზული წარმატება და წინსვლა.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- სწავლას მოწყურებული მოსწავლე და მასზე შვილივით მზრუნველი მასწავლებელი.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- წარმატებული შედეგი გარანტირებულია.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- რომ აღიარებული იქნები, როგორც ნამდვილ ავტორიტეტი.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- იქნება მოსწავლეთა მრავალრიცხოვნება (რაც ოცნებაა მცირეკონტიგენტიანი სკოლებისათვის) და ამის შემდეგ........ ყოველგვარი კეთილი სურვილები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება