სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„როდესაც ვხედავ, მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ, რომ ჩვენი შრომა შედეგიანია“- იხტილის საჯარო სკოლის დირექტორი ვანუი მალხასიანი
13-11-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის დირექტორის ვანუი მალხასიანის ხედვით, მოსწავლის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშვიდ, უსაფრთხო და თანასწორ გარემოს, კვალიფიციურ პედაგოგებსა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ სასწავლო სივრცეს.

მისი თქმით, სკოლის წარმატება იზომება სწავლების ხარისხითა და იმით, თუ რამდენად აღწევენ მოსწავლეები დასახულ მიზნებს. სწავლების ხარისხის ასამაღლებმად კი ძალ-ღონეს არ იშურებს და ახარებს, როდესაც საკუთარი შრომის ნაყოფს იმკის - ხედავს მოტივირებულ მოსწავლეებს.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს იხტილის საჯარო სკოლის დირექტორი ვანუი მალხასიანი პასუხობს. 

-მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ...

- სკოლაში იყოს მშვიდი და უსაფრთხო გარემო, კვალიფიციური პედაგოგები, სწავლის თანამედროვე მეთოდები, ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე და საგანმანათლებლო რესურსები.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- სწავლების ხარისხი მაღალია და მოსწავლეები აღწევენ სასწავლო მიზნებს.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- გაძლიერებს, ხელს უწყობს თანამშრომლობას, პრობლემების სწრაფად გადაჭრას და ქმნის ერთიან და ძლიერ სკოლას.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- მოსწავლეები, საუკეთესო სასწავლო გარემო, სწავლების შედეგები და, რა თქმა უნდა, სიყვარული და პატივისცემა.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- ჩვენი შრომა შედეგიანია, ჩვენი როლი მნიშნელოვანია ბავშვის განვითარებაში და სწავლის პროცესი ნაყოფიერად მიმდინარეობს.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- ობიექტურობას, პატივისცემას და გულწრფელობას.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- ყოველი მოსწავლე ბედნიერად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს, მშობლები აქტიურად თანამშრომლობენ სკოლასთან, სიყვარული პატივისცემა და თანადგომა არის სკოლის მთავარი ღირებულებები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება