სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს, სწორი გადაწყვეტილების მიღებას“- ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან კვაშილავა
12-11-2025
-
+


ხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში დირექტორი დარეჯან კვაშილავა ქმნის ისეთ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც თითოეულ მოსწავლეს შეუძლია პიროვნულად განვითარდეს, აღმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და განივითაროს საჭირო უნარები. 

მისი თქმით, მოსწავლის განვითარებისთვის აუცილებელია უსაფრთხო, ინკლუზიური და თანაბარკონკურენტუნარიანი გარემო, სადაც სწავლა ემსახურება არა მხოლოდ აკადემიურ წინსვლას, არამედ თანამედროვე ცხოვრებისთვის მომზადებასაც. მისი აზრით, სკოლამ მოსწავლეს საგნობრივ ცოდნასთან ერთად უნდა მისცეს ცხოვრებისეული გამოწვევებისადმი მზაობა. 

„ერთობლივი შრომით მიიღწევა მიზანი“,- ამბობს ის და დასძენს, რომ სკოლაში ყველაზე ფასეულია ურთიერთპატივისცემა, პატიოსნება და ერთმანეთის დახმარება.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნაფიჩხოვოს თემის  საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან კვაშილავა პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- უსაფრთხო, ინკლუზიური, თანაბარკონკურენტუნარიანი გარემო.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

-  მოსწავლეს სკოლა ამზადებს არამარტო პიროვნული განვითარებისთვის, არამედ თანამედროვე ცხოვრებისთვის.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- ერთობლივი შრომით მიიღწევა მიზანი.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის... 

- როდესაც სუფევს ურთიერთპატივისცემა, პატიოსნება და ერთმანეთის დახმარება

-  როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- ჩემი შრომა ფასდება და მისი წარმატება ჩემი წარმატებაცაა.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც ...

- თითოეულ მოსწავლეს ქონდეს განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის შესაძლებლობა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება