სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემთვის მთავარია მოსწავლის ხმა“- ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ვანაძე
12-11-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორ ოთარ ვანაძისთვის წარმატება იზომება იმით, თუ რამდენად წარმატებული მოსწავლეები ჰყავს. მომავალი თაობის განვითარებისთვის, კი მისი თქმით, აუცილებელია, განათლებული და მოწესრიგებული მასწავლებლები, რომლებიც საკუთარი მაგალითით აჩვენებენ განათლების მნიშვნელობას.

დირექორი საკუთარ პროფესიას მთელი გულით ემსახურება, რათა აღზარდოს თანამედროვედ მოაზროვნე, ტექნოლოგიებს მორგებული, სამშობლოს მოყვარული თაობა.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ვანაძე პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ...

- სკოლაში იყვნენ განათლებული, მოწესრიგებული მასწავლებლები, აგრეთვე სკოლა უნდა იყოს აღჭურვილი ყველა იმ თვალსაჩინოებით, რაც საჭიროა ნორმალური სწავლებისათვის.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- რამდენად წარმატებული მოსწავლეები ჰყავს.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- შევასრულოთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ამოცანები და გავზარდოთ თანამედროვედ მოაზროვნე ტექნოლოგიებს მორგებული სამშობლოს მოყვარული ახალგაზრდა თაობა.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- სკოლაში პირველად როდესაც შევდგი ფეხი, მეშინოდა არ დავკარგულიყავი, კარგად ნაფიქრი, აწონილ-დაწონილი შეხედულება უნდა მქონოდა ამა თუ იმ საკითხზე, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემთვის მთავარია მოსწავლის ხმა.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- ეს ჩემი სამყაროა, ჩემი მთავარი საქმეა, ამიტომ მიმაჩნია რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

 - მიუკერძოებლობას.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც ...

- შეეძლება სასკოლო საზოგადოებას ერთად შეკრებისა და სკოლის კეთილდღეობისათვის საჭირო საკითხებზე მსჯელობა, პრობლემის გაანალიზება  გადაჭრის გზების პოვნა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება