სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პედაგოგმა არასდროს უნდა შეწყვიტოს პროფესიული განვითარება“ - ფანაგის საჯარო სკოლის დირექტორი დალი რატიანი
13-08-2025
-
+


„ვცდილობ მუდმივად ვიპოვო სიამოვნება პროფესიულ განვითარებაში“- აღნიშნავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლის დირექტორი დალი რატიანი და განვითარებას არასდროს წყვეტს. ამ მიდგომით კოლექტივისთვისაც სამაგალითოა. 

„პედაგოგმა არასდროს უნდა შეწყვიტოს პროფესიული განვითარება“,- ამბობს etaloni.ge-სთან საუბრისას და დასძენს, რომ მასწავლებელი პირველ რიგში საკუთარი საგნის კარგი მცოდნე უნდა იყოს. ჰქონდეს მიმღებლობის უნარი და  შეეძლოს ანალიტიკური აზროვნება. 

სკოლაში მოსწავლეებისთვის უსაფრთო და მათ ინტერესებზე მორგებულ საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფს და ყველაფერს აკეთებს მათი მრავალმხრივი განვითარებისთვის. 

როგორ ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის? როგორ ხვდება პირველკლასელებს? რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგებს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს კითხვებს ფანაგის საჯარო სკოლის დირექტორი დალი რატიანი პასუხობს. 

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის ?

- საზეიმოდ ვრთავთ საკლასო ოთახებს, დამრიგებლებს აქვთ მომზადებული სახალისო აქტივობები მუსიკალური გაფორმებებით. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, რათა უზრუნველვყოთ სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობა.

- რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი სასწავლო წლის პირველ დღეებში?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია სასიამოვნოდ აეწყოს ურთიერთობა სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლს შორის, ვინაიდან, პოზიტიური გარემო, ჩემი აზრით, უმთავრესი ხელშემწყობი საშუალებაა უსაფრთხო ატმოსფეროს შესაქმნელად.

- როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები მათი ადაპტაციისთვის? 

- სხვა მოსწავლეების მონაწილეობით ვათვალიერებინებთ სკოლის შენობაში განთავსებულ ობიექტებს, სადაც მომავალში მათ მოუწევთ სწავლის პერიოდში დროის გატარება. ასევე სპორტული და შემეცნებითი ტიპის თამაშებში ვრთავთ უფროსკლასელებთან ერთად.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს იდეალური პირველი დღე სკოლაში?

- ჩემთვის იდეალურია ყოველი ის დღე, როცა ვხედავ ბედნიერებითა და კმაყოფილებით აღსავსე სახეებს, როგორც ბავშვების, ისე მშობლებისა და მასწავლებლების.

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

- დამწყებ პედაგოგებს ვურჩევ მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში არ დაიჭირონ მკვეთრი დისტანცია. იყვნენ მაქსიმალურად უშუალო, გულღია, მარტივად შეხედონ გამოწვევებს, რათა მოსწავლეებმაც და მშობლებმაც მათში დაინახონ პოტენციური მეგობარი და საიმედო ასისტენტი.

- რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად პედაგოგის საქმიანობაში? 

- პედაგოგი პირველ რიგში უნდა იყოს საკუთარი საგნის კარგი მცოდნე. უნდა ჰქონდეს მიმღებლობის უნარი და  შეეძლოს ანალიტიკური აზროვნება.

- რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე მასწავლებლად მუშაობის დასაწყისში და როგორ გაუმკლავდით

- ალბათ არ იქნება ძნელი იმის დაჯერება თუ გეტყვით, რომ არანაირი სირთულე არ მახსენდება არც მასწავლებლად მუშაობის დასაწყისში და არც ოცწლიანი მოღვაწეობის მანძილზე. დამხვდა ძალიან პოზიტიური გარემო კარგი ადამიანებითა და საუკეთესო დირექტორით.

- როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის? 

- ყველა იმ აუცილებელი პროცედურისა და ღონისძიების თანმიმდევრობის დაცვით, რაც საჭიროა სწავლა-სწავლების ეფექტიანად წარმართვისთვის.( კურიკულუმებზე მუშაობა, კათედრებზე სხდომების წარმართვა, რესურსების მობილიზება და ა.შ.)

- რა არის თქვენი გამოცდილებით ყველაზე ეფექტური მიდგომა მოსწავლე-მასწავლებლებთან ურთიერთობაში?

- „ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, რომ შენ მოგექცნენ“... ეს შეგონება არის ჩემთვის ურთიერთობაში უალტერნატივო საზომი.

 - როგორ ეხმარებით დამწყებ პედაგოგებს პროფესიულად განვითარებაში?

- პედაგოგმა არასდროს უნდა შეწყვიტოს პროფესიული განვითარება. „ისწავლე, რათა ასწავლო... უნდა იყოს დევიზი. მეც პედაგოგი ვარ და შეძლებისდაგვარად ვცდილობ მუდმივად ვიპოვო სიამოვნება პროფესიულ განვითარებაში, რაც ვფიქრობ, ერთგვარი სტიმული უნდა იყოს დანარჩენი პედაგოგებისთვის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

იცოდით რომ  ჯავშანჟილეტი ქალმა გამოიგონა? - ბევრი ნივთი, რომელსაც ყოველდღე იყენებ, სწორედ ქალების გამოგონილია

ორი სასწავლო გეგმა იმოქმედებს - რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება ცვლილება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო 10 სკოლის შესახებ იმსჯელებს - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები
საღამოს დაწყებამდე სკოლის დირექტორმა, ბაქარ ერაგიამ, მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებული ოქროს მედალოსნები

მოსწავლეებმა მოუსმინეს მუსიკის ფრაგმენტებს და შეუსაბამეს წელიწადის დროების ამსახველ ბუნების სურათებს

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება