სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„საუკეთესო შედეგი პედაგოგის, მოსწავლისა და მშობლის ურთიერთთანამშრომლობით მიიღწევა“ - ონოღიას საჯარო სკოლის დირექტორი ემზარ შანგუა
13-08-2025
-
+


„საუკეთესო შედეგი ურთიერთთანამშრომლობით მიიღწევა“, - ამბობს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლის დირექტორი ემზარ შანგუა და უზურნველყოფს ისეთ საგანმანათლებლო გარემოს სადაც გათვალიწინებულია, როგორც მოსწავლეთა, ისე მასწავლებელთა და მშობელთა აზრი. 

განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას ახალისებს, რათა ახალგაზრდა მასწავლებლება გადამზადება გაიარონ იმ მიმართულებებით, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ცოდნის გაღრმავება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგების ცოდნის გაზიარება - ამისთვის კი რეგულარულად იმართება შეხვედრები.

დირექტორის თქმით, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა ნდობაზე უნდა იყოს აგებული: „ბავშვს ტყუილი არ უნდა ვუთხრათ, გულწრფელობა აუცილებელია,“ - ამბობს ის.

თუ როგორ ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის? რას ურჩევს ახალგაზრდა პედაგოგებს? როგორ ეხმარებით დამწყებ პედაგოგებს პროფესიულად განვითარებაში? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს კითხვებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლის დირექტორი ემზარ შანგუა პასუხობს. 

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დაწყებისთვის? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის? 

- ახალ სასწავლო წელს საზეიმოდ ვიწყებთ. განსაკუთრებულ მიღებას ვუწყობთ პირველკლასელებს, ვცდილობთ დავახვედროთ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. 

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

- ვურჩევ, აქტიურად ჩართონ მშობლები სასწავლო პროცესში. გაითვალისწინონ მოსწავლეთა და მშობელთა აზრი, რადგან საუკეთესო შედეგი ურთიერთთანამშრომლობით მიიღწევა. 

- რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?

- ცოდნა და გადმოცემის უნარი. ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა ურთიერთობებს ჩამოაყალიბებს პედაგოგი მოსწავლეებთან. 

- როგორ მოახერხოს დამწყებმა პედაგოგმა თავისი როლის ჩამოყალიბება კლასში? 

- ყოველთვის მომზადებული უნდა შედიოდეს გაკვეთილზე. არ უნდა დაიბნეს, ამისთვის კი მნიშვნელოვანია დაგეგმვა და ორგანიზება, მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდების შეთავაზება, ბავშვებს მოსწონთ თამაშით სწავლება.

- რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ახალი პედაგოგების შერჩევისას?

- ვაკანსია ცხადდება, შემდეგ გასაუბრება იმართება, აზრების გაცვლა, მოწმდება მისი ცოდნა, კომპეტენცია. 

- როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის?

- მასწავლებლებისთვის სამუშაო პროცეისი 2 სექტემბერს იწყება. სწორედ ამ დროს ვემზადებით და ვგეგმავთ სასწავლო წელს. 1 კვირის განმავლობაში უნდა შეიკრიბოს პედსაბჭო,  დამტკიცდეს  სასკოლო სასწავლო გეგმა და გაიწეროს ის ღონისძიებები, რომლებიც უნდა ჩატარდეს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.

- როგორ ეხმარებით დამწყებ პედაგოგებს პროფესიულად განვითარებაში?

- მასწავლებლის სახლი ატარებს სხვადასხვა სახის ტრენინგებს. მასწავლებლები სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად გადიან გადამზადებას იმ მიმართულებით, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. მნიშვნელოვანია მრავალწლიანი სტაჟის მქონე პედაგოგების გამოცდილების გაზიარება, შესაბამისად ამ კუთხითაც ეწყობა შეხვედრები. 

- რა არის თქვენი გამოცდილებით ყველაზე ეფექტური მიდგომა მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივაციისთვის? 

- ყველაფერი გასათვალისწინებელია. რა რესურსებიც გაგვაჩნია, იმ რესურსებიდან გამომდინარე ვაკეთებთ ყველაფერს.

- როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას?

- გვყავს სსსმ მოსწავლეები და სპეცმასწავლებელი, რომელიც განსაზღვრავს მათ საჭიროებებს და ზრუნავს მათ სწავლა-განვითარებაზე. 

- როგორ იქმნება ურთიერთნდობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის?

- ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ნდობაზე უნდა იყოს აგებული. მოსწავლეს ტყუილი არ უნდა ვუთხრათ, თორემ მერე მართალსაც არ დაგვიჯერებს. გულწრფელობა მნიშვნელოვანია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება