სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„საუკეთესო შედეგისთვის მნიშვნელოვანია მტკიცედ შეიკრას სამკუთხედი- მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი“-ჯგალის თემის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამლეტ ხუბულია
13-08-2025
-
+


კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წარმატებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი, რასაც დირექტორი ჰამლეტ ხუბულია უზრუნველყოფს. 

„ბავშვი ყოველთვის ჩვენი ამოსავალი წერტილია“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი, ამიტომ ინდივიდუალური მიდგომებით გამოირჩევა, მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს კი პირველ ადგილზე აყენებს. 

მისი ხედვით,  საუკეთესო შედეგისთვის მნიშვნელოვანია მტკიცედ შეიკრას სამკუთხედი - მშობელი, მოსწავლე და მასწავლებელი, რადგან სწორედ ერთიანი ძალისხმევა აქცევს სკოლას წარმატებულად. 

თუ როგორ ემზადება სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის? რას ურჩევდა ახალგაზრდა პედაგოგებს? როგორ აღიქვამს ტექნოლოგიების როლს სწავლა-სწავლების პროცესში? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს კითხვებს ჯგალის თემის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამლეტ ხუბულია პასხუბობს. 

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის?

- პირველ რიგში, ვამზადებთ ოთახს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს იდეალურად მოწესრიგებული და ყველა პირობა შექმნილი მოსწავლეთა სწავლა-განვითარებისთვის. ყველანაირად ადაპტირებული უნდა იყოს სსსმ ბავშვისთვის. წელსაც ველოდებით სსსმ მოსწავლეს, აქამდეც გვყავდა, მაგრამ კონკრეტულად მასზე მორგებულ სივრცეს ვახვედრებთ. 

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

- ახალგაზრდა პედაგოგები, ვფიქრობ, უმეტესად სერტიფიცირებულები არიან, მაგრამ მათ პედაგოგიური გამოცდილება აკლიათ. ჩვენგან მათ ყოველთვის მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ. 

- რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?

- ბავშვი ყოველთვის ჩვენი ამოსავალი წერტილია. მათი დიდი მხარდამჭერები უნდა ვიყოთ და ხელი შევუწყოთ, წავახალისოთ, მით უმეტეს, როცა პირველკლასელებზე გვაქვს საუბარი. საუკეთესო შედეგისთვის კი მნიშვნელოვანია მყარად შეიკრას სამკუთხედი - მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ. 

- როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას? 

- უშუალოდ ჩართული უნდა იყოს დამრიგებელი. პედაგოგებიც უნდა ითვალისწინებდნენ ყველანაირ საჭიროებებს. სხვა რა არის ადაპტაცია და სასწავლო გარემო, თუ არა ეს.

- როგორ აღიქვამთ ტექნოლოგიების როლს სწავლა-სწავლების პროცესში?

- საკლასო ოთახები აღჭურვილია პროექტორებით, ინტერნეტი ყველა ოთახში არ არის, მაგრამ აუცილებლად გვექნება. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ტექნოლოგიები გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა.

- რას ურჩევდით ახალ დირექტორებს, რომლებიც სკოლის ხელმძღვანელობას იწყებენ?

- steam კლუბები რომ იქმნება, ძალიან კარგია ბავშვებისათვის, მით უმეტეს გვიჭირს საბუნებისმეტყველო საგნებში. გვიჭირს როგორც კვალიფიციური, მაღალი დონის პედაგოგები, ასევე ბავშვებიც მოიკოჭლებენ ამ საგნებში, ამიტომ ამ სფეროს წახალისება არის განსაკუთრებული და აუცილებელი.

- რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ახალი პედაგოგების შერჩევისას? 

- ახალგაზრდა პედაგოგების ახლებური მიდგომები, თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა და გამოყენება ნამდვილად წაადგება სკოლას, ამიტომ პრიორიტეტი, ჩემი აზრით, არის რომ ახალგაზრდა პედაგოგები დასაქმდნენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება