სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პედაგოგობა განუმეორებელი პროფესიაა, ხელოვანი უნდა იყო“- როენა ფიფია, ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის დირექტორი
13-08-2025
-
+


აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში დირექტორი როენა ფიფია უზრუნველყოფს საგანამანთლებლო გარემოს, სადაც მოსწავლე-მასწავლებელთა ინტერესები და საჭიროებები გათვალისწინებულია, მათი ინიციატივები კი მხარდაჭერილი. 

მისი ხედვა ნათელია: წარმატებული სკოლა იქმნება სიყვარულით - სიყვარულით ბავშვების, პროფესიისა და საგნის მიმართ.

„პედაგოგობა განუმეორებელი პროფესიაა, ხელოვანი უნდა იყო, ყველაფერი გააკეთო, რომ ბავშვმა შეგიყვაროს, მისი პატივისცემა და კეთილგანწყობა დაიმსახურო“ - აღნიშნავს როენა ფიფია.

დირექტორმა, რომელმაც კარიერა მასწავლებლობით დაიწყო, დღესაც ინარჩუნებს იმ უბრალოებასა და კოლეგიალურობას, რაც გუნდის ერთიანობას განაპირობებს.

თუ როგორ ემზადება სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის? რას ურჩევს ახალგაზრდა პედაგოგებს? რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვნად მასწავლებლის საქმიანობაში? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს კითხვებს აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში დირექტორი როენა ფიფია პასუხობს. 

 - როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის? 

- ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, შარშან ორი მოსწავლე მივიღეთ, წელს სამ პირველკლასელს ველოდებით. ტრადიციულად, მოსწავლეთა საზეიმო მიღებისთვის ვემზადებით, ფაქტობრივად, არ გვაქვს შვებულება და დავდივართ სკოლაში, გეგმა შემუშავებული გვაქვს, ბაღსაც ვუკავშირდებით. როგორც ყოველთვის ამაღლებულად ვაკეთებთ ყოველთვის. კონტინგენტი მცირერიცხოვანია, რომც იყოს, პირველი კლასი მაინც სულ სხვაა. ეს მათი ინტეგრირებისთვის მნიშვნელოვანია. 

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

- უზომოდ უნდა უყვარდეთ მოსწავლეები. თუ არ გიყვარს ბავშვი, მაშინ არ ღირს სკოლაში მუშაობა.

- რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?

-  გიყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლი, გიყვარდეს ბავშვები და იყო სამართლიანი - ეს სამი თვისება, რომელსაც გამოვარჩევდი.

პედაგოგის პროფესია განუმეორებელი პროფესიაა. ხელოვანი უნდა იყო, ყველაფერი გააკეთო, რომ ბავშვმა შეგიყვაროს, პატივისცემა და კეთილგანწყობა დაიმსახურო.

- როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას? 

- ავტორიზებული სკოლა ვართ და მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლაა, მაინც ყველა კლასში დანერგილი გვაქვს, რომ ინდივიდუალურად მივუდგეთ, ინდივიდუალურად შევაფასოთ, ყველას შესაძლებლობა ხომ ერთნაირი არ არის, ორი ერთნაირი ბავშვი არ არსებობს. ჩვენ სსსმ ბავშვი არ გვყავს. არიან ისეთი ბავშვები, რომლებსაც ერთი პროფესიისადმი აქვთ მიდრეკილება და სხვა საგნები მაინცდამაინც არ აინტერესებს, ვიკვლევთ ამას წლის დასაწყისში, როცა სასწავლო გეგმას ვადგენთ მასწავლებელი ინდივიდუალურ გეგმას წერს, მან იცის, რა კონტინგენტთან აქვს საქმე.

- რომელი ინიციატივა/პროექტს თვლით ყველაზე წარმატებულად თქვენი დირექტორობის პერიოდში? რას ურჩევდით ახალ დირექტორებს, რომლების სკოლის ხელმძღვანელობას იწყებენ?

- პირველად დირექტორად რომ მოვედი, ეს იყო 2007 წელი. მანამდე 2006-ში გრანტების რიგით მეორე კონკურსში ვმონაწილეობდი, გავიმარჯვე, გრანტი მივიღე და პირველი რაც გავაკეთე, ჩვენი სკოლა არ ბრწყინავდა ინფრასტრუქტურის კუთხით, ქართულის მასწავლებელი ვიყავი და ჩემი კაბინეტი გავაკეთე. მახსოვს, როგორ სიხარულით აკეთებდნენ. მეორე წელს, როცა დირექტორი გავხდი, აქ უკვე სხვა საკითხებმა წამოიწია. დირექტორობას სხვა სპეციფიკა აქვს, ლიდერული თვისებები უნდა გქონდეს, მიმტევებელიც უნდა იყო. კანონის მიხედვით უნდა იხელმძღვანელო, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ჰუმანური უნდა იყო. ჩემს გუნდში, ნებისმიერი ჩემი კოლეგა, ალბათ, დამეთანხმება, რომ მეც ჩვეულებრივად რიგითი მასწავლებელი ვარ, არ ჩანს, რომ მე დირექტორი ვარ და ეს მომგებიანია დირექტორისთვის, რომ ყველა მასწავლებლის საჭიროება იცოდეს. უნდა უყვარდეს კოლეგები, კოლეგიალური უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დირექტორად ვერ იმუშავებს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

კონფერენციამ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და პედაგოგები  გააერთიანა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება