სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ახალბედა მასწავლებლებს ვურჩევ, მოსწავლეებთან, პირველ რიგში, მეგობრულები იყვნენ“- სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე
06-08-2025
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლაში, დირექტორის - ეკა ჩაბაიძის ხელმძღვანელობით, შექმნილია, მეგობრობაზე, უერთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო გარემო, სადაც გათვალისწირებულია მოსწავლე-მასწავლებელთა ინტრესები და საჭიროებები.

დირექტორის თქმით, სწორედ მეგობრულ ურთიერთობებზე შენდება ნდობა, რომელიც მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში აუცილებელია და რეალურ შედეგს იძლევა. თანამშრომლობითი კულტურა დირექტორისთვის უმნიშვნელოვანესია - სწორედ ეს ქმნის სკოლაში გუნდურ, თანასწორ და მხარდაჭერილ სამუშაო გარემოს. ამასთან ერთად, სკოლა ითვალისწინებს თითოეული მოსწავლის საჭიროებებს და ქმნის ინდივიდუალურად მორგებულ სასწავლო პროცეს.

თუ როგორ ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის? რას ურჩევს ახალბედა პედაგოგებს? რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ახალი პედაგოგების შერჩევისას? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე გვესაუბრება. 

-როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწავლის პირველ დღეებში? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის? 

-პირველკლასელებს ვუკეთებთ ხოლმე პატარ-პატარა საჩუქრებს, ან წიგნს გადავცემთ, ან კალამს, ან რვეულს, ან ტკბილეულს. ვცდილობთ, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დავახვედროთ ბავშვებს. მოწოდებულები ვართ პირველკლასელებს საუკეთესო შთაბეჭდილებები შევუქმნათ, ვიზრუნოთ მათ მოტივაციაზე. 

-რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში? რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?

-პირველ რიგში, უნდა იყვნენ მეგობრულები. ბავშვსაც და მშობელსაც მეგობრულად უნდა მიუდგნენ და უფრო მიაღწევენ შედეგს. საბედნიეროდ, ძალიან კარგი ახალგაზრდა სერტიფიცირებული პედაგოგები მყავს და ყოველთვის ვცდილობ, თავადაც მეგობრული ვიყო. თანასწორი უფლებები გვაქვს. თანამშრომლობითი კულტურა არის ჩვენს სკოლაში განვითარებული და ახალბედა მასწავლებლებსაც ვურჩევ, რომ ამგვარად მოიქცნენ. 

-რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ახალი პედაგოგების შერჩევისას?

-სკოლების ნაწილი, ფიქრობს, რომ აუცილებლად სტაჟი ჰქონდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას ვერ ექნება გამოცდილება, სწავლის დამთავრების მერე მოდიან და შესაძლებლობა ხომ უნდა მისცე. შემდეგ ვაკვირდები, თავადაც მეკითხებიან რჩევებს. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ საქმიანობას ვერ ართმევდა თავს, რამდენიმე ბავში ხელს უშლიდა და როდესაც დაგველაპარაკა კოლეგებს, მიხვდა, რომ სხვანაირი მიდგომა სჭირდებოდა. ისეთი მოსწავლე იყო, რომელთანაც სიმკაცრე კი არ გაჭრიდა, უფრო, პირიქით.

-როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას?

-რა თქმა უნდა, თითოეული მოსწავლის საჭიროებებს ვითვალისწინებთ და გვაქვს ინდივიდუალურად მათზე მორგებული სასწავლო გარემო. ამ ეტაპზე სსსმ მოსწავლე არ გვყავს. გვყავდა თბილისიდან გადმოსული მოსწავლე, რომელსაც  ინდივიდუალურად უდგებოდა ყველა მასწავლებელი. საგნების მიხედვით სასწავლო გეგმაც გვქონდა. ადაპტირებული  გარემო გვქონდა და საუბარი დაიწყო ჩვენთან გადმოსვლის შემდეგ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება