სიახლეები
პიროვნება

„მასწავლებელი პირველ რიგში პროფესიონალი უნდა იყოს, უყვარდეს ბავშვები და პატივს სცემდეს მათ“ - შრომის საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ჩხაიძე
05-08-2025
-
+


საქმის სიყვარული, პროფესიონალიზმი, გულწრფელობა და პატივისცემა - ის მთავარი ღირებულებებია, რომელებზე დაყრდნობითაც დირექტორი თინათინ ჩხაიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს. 

„მასწავლებელი პირველ რიგში პროფესიონალი უნდა იყოს, უყვარდეს ბავშვები და პატივს სცემდეს მათ“ -თინათინ ჩხაიძის ეს სიტყვები ნათლად გამოხატავს ამ ფასეულობებს. 

მისი პროფესიული გზა მასწავლებლობით იწყება - მხოლოდ 23 წლის იყო, როდესაც პირველად მოსწავლეებთან კლასში  შევიდა. მიუხედავად მღელვარებისა, თავი წარმატებით გაართვა - სწორედ გულწრფელობამ და საქმის სიყვარულმა ჩაუყარა საფუძველი იმ ნდობასა და ურთიერთპატივისცემას, რაც მასსა და მოსწავლეებს შორის დღემდე გრძელდება. 

etaloni.ge-ს კითხვებს შრომის საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ჩხაიძე პასუხობს. 

-როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწავლის პირველ დღეებში? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის?

-პირველ სასწავლო დღეს პირველკლასელებს ყოველთვის ღონისძიებით ვხვდებით. ვესალმებით მათ მშობლებს, პატარებს ვაჩვენებთ სასწავლო გარემოს და მათ გასამხიარულებლად პატარა კონცერტს ვაწყობთ.

-რას აქცევთ ყურადღებას მოსწავლეებთან პირველი შეხვედრისას ? თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს იდეალური პირველი დღე სკოლაში?

-პირველ რიგში, ძალიან მინდა, რომ ბავშვები მოვიდნენ, ასე ვთქვათ, ახალი სისხლით სკოლაში. მინდა, იყვნენ ძალიან მოტივირებულები. აუცილებლად მონდომებულები და მხოლოდ იმაზე არ ფიქრობდნენ, დრო როგორ გაატარონ სკოლაში. სკოლა არის დაწესებულება, რომელიც აძლევს მოსწავლეს ცოდნას და ამიტომაც მოსწავლეც უნდა იყოს მზად, რომ ეს ცოდნა მიიღოს. ამიტომ მინდა, ჰქონდეთ დიდი მოტივაცია, რომ გააგრძელონ სწავლა ჯანსაღ, პოზიტიურ გარემოში. 

-რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

-მშობლები, რა თქმა უნდა, მთავარი რგოლია სასწავლო პროცესის, ჩემი აზრით, მოსწავლეები არიან მშობლების სარკე, ამიტომ მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მათთან მასწავლებლებს, განსაკუთრებით დამრიგებლებს. მაქსიმალურად უნდა ჩართონ სასწავლო პროცესში, აი თუნდაც ღონისძიებების საკითხებში. 

-რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში? რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ახალი პედაგოგების შერჩევისას?

-პირველ რიგში, პროფესიონალი უნდა იყოს, უნდა იცოდეს თავისი საგანი ზედმიწევნით. უყვარდეს ბავშვები და იყოს მათთან გულწრფელი და პატივს სცემდეს მათ.

-როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის?

-ჯერჯერობით მასწავლებლები შვებულებაში არიან. სექტემბრიდან გამოვლენ შვებულებიდან და შემდეგ უკვე ახალი ენთუზიაზმით შევუდგებით მუშაობას და დაველოდებით ახალი სასწავლო წლის დაწყებას. 

-როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას?

-ჩვენ გვყავს სსმ მოსწავლეებიც სკოლაში და შესაბამისად სპეცმასწავლებლებიც. 2სპეც მასწავლებელი მყავს, აგრეთვე მუშაობს სპეცმასწავლებლის ასისტენტი. ისინი აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში, ყველანაირად უწყობენ სსმ მოსწავლეებს ხელს.

-როგორ მოახდინოს დამწყებმა პედაგოგმა თავისი როლის ჩამოყალიბება კლასში? რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე მასწავლებლად მუშაობის დასაწყისში და როგორ გაუმკლავდით?

-როდესაც სკოლაში მუშაობა დავიწყე ვიყავი 23 წლის და ცოტა შიშით ვუყურებდი სკოლის დაწყებას, იმიტომ რომ მყავდა როგორც დაბალი კლასის, ასევე მაღალი კლასის მოსწავლეებიც, მაგრამ გულწრფელი ვიყავი მათთან, მიყვარდა ისინი და პატივს ვცემდი ჩვენს ურთიერთობებს. ისინიც ანალოგიურად ჩემ მიმართ ასევე იყვნენ განწყობილი და დღემდე ასე მოვდივართ. 


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ანაზღაურება 2774 ლარია - კონკურსის ვადები და პირობები ცნობილია

ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი  საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ 

არაფორმალური განათლება ეფუძნება გამოცდილებასა და თვითგანვითარებას

დამტკიცდა საგნის საათების რაოდენობა, შემაჯამებლების ნიმუშები და მოსწავლეთა შეფასების ინდიკატორები

სკოლის რომელი თანამშრომლებისთვის დაირიცხება საპენსიოს  2 პროცენტი - მთავრობის დადგენილება 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„ვულოცავთ, ანას ამ წარმატებას, ასევე მის მწვრთნელებსა და მშობლებს. ეს გამარჯვება ნამდვილად საამაყოა ჩვენი სკოლისა და მთელი თემისთვის!“

ღონისძიების მთავარი სათქმელი იყო ისეთი მარადიული ღირებულებების წარმოჩენა, როგორებიცაა სიკეთე, ერთგულება და მეგობრობა

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ

საინტერესო

ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი  საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ 

სიახლეები
საზოგადოება