სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ბავშვებთან ურთიერთობისას აუცილებელია სიყვარული, სიკეთის თესვა და მაქსიმალური თავმდაბლობა“ - ხუნევის საჯარო სკოლის დირეტორი გოჩა ჩადუნელი
05-08-2025
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის საჯარო სკოლაში, დირექტორის მ.შ გოჩა ჩადუნელი მოსწავლე-მასწავლებელთა ინტერესებსა და საჭიროებებს მორგებულ საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფს. 

სკოლაში პროფესიული კულტურა უმაღლეს დონეზეა -  პედაგოგები ერთმანეთს ესწრებიან გაკვეთილებზე, იზიარებენ გამოცდილებას და მუდმივად ეცნობიან სიახლეებსა და თანამედროვე სტანდარტებს. ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებულია, მათ შორის არიან, როგორც ახალგაზრდები, ისე დიდი გამოცდილების მქონე პედაგოგები.

თბილი ურთიერთობები სკოლაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პროფესიონალიზმი. „ბავშვებთან ურთიერთობისას აუცილებელია სიყვარული, სიკეთის თესვა და მაქსიმალური თავმდაბლობა“,- ხაზგასმით აღნიშნავს დირექტორი.

სკოლის ტრადიციებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია პირველკლასელთა საზეიმო მიღებას - ყოველი ახალი სასწავლო წელი აქ დიდი ზარ-ზეიმით იწყება.

თუ როგორ ემზადება სკოლა ახალი სასწავლო წლის დასაწყებად? რა პრინციპებით ხელმძღვანელობს ახალი პედაგოგების შერჩევისას? რა თვისებებს მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვანად მასწავლებლის საქმიანობაში? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სკოლის დირექტორის მ.შ გოჩა ჩადუნელი გვესაუბრება. 

-როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწავლის პირველ დღეებში? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის?

-ისე არ დაგვიწია სასწავლო წელი, რომ პირველკლასელებისთვის ზეიმი არ მოგვეწყო. მეორე უფრო მნშივნელოვანი ის არის, რომ ორი კორპუსი გვაქვს და ერთ-ერთი კორპუსი ჩასმულია რეაბილიტაციაში - გარე და შიგა კოსმეტიკური რემონტი გვესაჭიროება. რამდენიმე წელია რემონტი არ გაკეთებულა და მოძველებულია. წელს ვეღარ ჩასვეს მთლიან რეაბილიტაციაში - შიდა და გარე კოსმეტიკურ რემონტს მიკეთებენ. ასევე, სტადიონი კეთდება. ხუნევის კორპუსში არ გვქონდა სპორტული მოედანი და წელს მერია გვიკეთებს, რაც ძალიან კარგია. ახალი სასწავლო წელი ბავშებისთვის უფრო საინტერესო იქნება. 

-რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში? რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?

-ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებული მყავს. ახალგაზრდებიც ბევრი მყავს და ხანდაზმულებიც. ასე რომ, 24 თანამშრომლიდან ყველამ პროფესიონალურად იცის თავისი საქმე. ღია გაკვეთილებსაც ვატარებთ, ერთმანეთს ვესწრებით ხოლმე და თანამედროვე სტანდარტებს წარმატებით ვუწყობთ ფეხს, სიახლეებს ყოველთვის ვეცნობით. აუცილებელია, ბავშვებთან კომუნიკაცია, თავმდაბლობა, არავითარი აგრესია და ყვირილი, მხოლოდ სიყვარული, სიკეთის თესვა და მაქსიმალური თავმდაბლობა.

-რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ახალი პედაგოგების შერჩევისას?

-დღესდღეობით კადრები ძალიან ჭირს. მით უმეტეს ფიზიკა, ქიმია. ახლა, მე მათემატიკის მასწავლებელს ვეძებ. პირველ რიგში განათლებას ვანიჭებ უპირატესობას, სერტიფიცირებას და ამის შემდეგ უკვე ადამიანური ურთიერთობებია ძალიან მნიშვნელოვანი.

-როგორ ფიქრობთ რა ასპექტებია გასათვალისწინებელი მშობლებთან ურთიერთობაში?

მცირე კონტინგენტიანი სკოლა გვაქვს. სულ 50 ბავშვი გვყავს ორივე სკოლაში. პატარა სოფელია ხუნევიც და გეთსამანიაც, რომელშიც მე ვხელმძღვანელობ. სასკოლო ცხოვრებაში თითქმის ყველა მშობელი ჩართული არის ყოველდღიურად. ასე რომ, მშობელთა კრება თითქმის ყოველდღე ტარდება და ღონისძიებებში ისე აქტიურად არიან ჩართულნი, თქმაც არ სჭირდებათ. პირიქით, გვეხვეწებიან აბა დღეს ასე, ხვალ როგორ და .... მშობლებთან კომუნიკაცია არ უჭირს ჩემს კოლექტივს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია - იხილეთ, მოგემატათ თუ დაგაკლდათ ქულა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ცნობილია

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება