სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ახალი სასწავლო წლისთვის, SWOT ანალიზს ვაკეთებთ. ვმსჯელობთ, ჩვენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე“- მარტვილის N2 სკოლის დირექტორი მამუკა თვალაძე
05-08-2025
-
+


აზა ადამიას სახელობის ქალაქ მარტვილის N2 საჯარო სკოლაში დირექტორი მამუკა თვალაძე ქმნის მზრუნველ და შედეგზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს. წარმატებისკენ მიმავალი გზა კი საქმისადმი სიყვარულით იწყება. 

ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებას სკოლა მზაობით ხვდება. სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ატარებენ SWOT ანალიზს - განიხილავენ გასული წლის სიძლიერეებსა და სისუსტეებს, შეცდომებს, მიღწევებს და ერთგუნდად გეგმავენ წარმატებისკენ მიმავალ ნაბიჯებს. 

თუ როგორ ემზადება სკოლა ახალი სასწავლო წლის დასაწყებად თავად სკოლის დირექტორი მამუკა თვალაძე გვესაუბრება:

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწავლის პირველ დღეებში? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის?

- რა თქმა უნდა, პირველ სასწავლო დღეს ეწყობა საზეიმო მიღება. რამდენიმე დღით ადრე კი დამრიგებლები პირველკლასელებს ხვდებიან. ათვალეირებენ სკოლას, აცნობენ დირექციას, სამასწავლებლოს, სველ წერტილებს, სპორტდარბაზს, რომ გარკვეულწილად ბავშვებმა ადაპტაცია გაიარონ, ახალ გარემოს შეეგუონ ისე, როგორც მისაღები და აუცილებელია. 

სასწავლო წლის დასასრულს, როდესაც მე-12 კლასელები გავაცილეთ, მომავალი მოსწავლეების ნაწილი უკვე გავიცანით, ვაჩვენეთ გარემო სადაც განათლება უნდა მიიღონ. 

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია კოლეგებთან კომუნიკაცია, მით უმეტეს, საგნობრივი კათედრების წევრებთან თანამშრომლობა, მათი გამოცდილების გაზიარება. კურიკულუმების შერჩევისას გარკვეული მეთოდოლოგიის გათვალისწინება, რისი გამოცდილებაც, რა თქმა უნდა, დიდი სტაჟის მქონე მასწავლებლებს უფრო მეტი აქვთ. მშობლებთან მუშაობის მთავარი მიმართულება ახალგაზრდა პედაგოგებისთვის არის მათთან ხშირი კონტაქტი. ეს კონტაქტები შეიძლება იყოს სოციალური ქსელითაც, ეს შეიძლება იყოს ვიზიტები და ინტერვიუები, ეს შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, სატელეფონო საუბარიც, იმ საჭიროებების დადგენიდან გამომდინარე, რაც ინდივიდუალურად ამა თუ იმ მოსწავლეს სჭირდება და მშობლის დახმარება აუცილებელი და ეფექტიანიც არის ასეთ შემთხვევაში. 

- რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?

- პროფესიონალიზმი, საგნის ცოდნა, მოსწავლეების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და სითბო. მთავარია კომუნიკაბელურობა, აუცილებელია ყოველდღიუად ინფორმაციის მოძიება, იმისათვის, რომ გაკვეთილზე შევიდეს მომზადებული. დღეს მოსწავლეებისთვის ინფორმაციის იმდენი წყაროა ხელმისაწვდომი, რომ შეიძლება პედაგოგი ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩავარდეს, თუ მას ექნება მწირი ინფორმაცია ან ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში მისი ავტორიტეტი გაქრება.

- როგორია თქვენი ხედვა სკოლის კულტურაზე? როგორ ინარჩუნებთ პოზიტიურ სამუშაო გარემოს? როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის?

- ახალი სასწავლო წლისათვის, რა თქმა უნდა, SWOT ანალიზს ვაკეთებთ. ვმსჯელობთ, ჩვენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე. ვაანალიზებთ სუსტ მხარეებს, რომლებიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამოსწორებული. ხდება დადგენა იმისა, თუ რა იყო გასული სასწავლო წლის ხარვეზი, რომლის გამოსწორებისთვისაც აუცილებლად საჭიროა გარკვეული მეთოდოლოგიის შემუშავება - ამას გუნდურობის პრინციპით ვაკეთებთ. იკრიბება პედაგოგიური კოლექტივი; ანალიზს ვუკეთებთ, რა იყო წარმატებული მხარე და რა იყო წარუმატებელი, რისი გამოსწორებაც არის აუცილებელი. შემდგომი წლის სამუშაო გეგმა შვიდწლიან სამუშაო  სტრატეგიულ გეგმასთან მიმართებით იქნება განხილული და გარკვეული შესწორებების შეტანა, რადგანაც გასული სასწავლო წელი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება  მთლიანობაში საყრდენი მომდევნო სასწავლო წლის წლიური გეგმის შემუშავებისას. ასე რომ, თავის მხრივ, აუცილებელია ყველაფერი ეს მოგვარდეს დაახლოებით ორი კვირით ადრე, სანამ დაიწყება სასწავლო პროცესი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია - იხილეთ, მოგემატათ თუ დაგაკლდათ ქულა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ცნობილია

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება