სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„როცა სკოლაში სამუშაოდ მიდიხარ, უნდა გიყვარდეს შენი საქმე, სხვა შემთხვევაში არაფერი გამოგივა“ - ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ღვინჯილია
05-08-2025
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში ყოველი ახალი სასწავლო წელი საქმისადმი სიყვარულით იწყება. დირექტორის - ირმა ღვინჯილიასთვის 15 სექტემბერი არის ახალი შესაძლებლობა სკოლაში სულ უფრო უკეთესი საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად. სასწავლო წლის დაწყებამდე მთავარი ტრადიცია სასკოლო გარემოს მოწესრიგებაა, რათა მოსწავლეებს ნათელი, სუფთა და მოწესრიგებული საკლასო ოთახები დახვდეთ, შემდეგ უკვე საზეიმო ღონისძიებების ორგანიზება. 

ირმა ღვინჯილიასთვის სკოლის ხელმძღვანელობა დამყარებულია პროფესიონალიზმზე, სამართიალიანობაზე, ობიექტურობასა და გუნდურ ძალაზე.  დირექტორის აზრით, ხარისხიანი განათლების საფუძველი სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც ბავშვებს ყოველდღე ხვდებიან საკლასო ოთახებში. „თუ პედაგოგს არ უყვარს თავისი საქმე, არაფერი გამოუვა“, - ამბობს ის და განათლებული თაობების აღზრდის საქმეს დიდი სიყვარულით ემსახურება. 

-როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის  და რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწავლის პირველ დღეებში? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის?

-პირველ რიგში, მოგახსენებთ იმ ტრადიციების შესახებ, რომლებსაც ყოველწლიური სახე აქვს. ჩვენი სკოლა 1959 წელს არის აგებული და ხშირად საჭიროებს რეაბილიტაციას. შესაბამისად ყოველ წელს ვაახლებთ სასკოლო გარემოს, რათა მოსწავლეებს.  გვაქვს მეტალოპლასმასის ფანჯრები, ლამინირებული იატაკი და ვცდილობთ ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. მცირეკონტიგენტიანი სკოლაა, გვაქვს - ლაბორატორია,  სადაც მასწავლებელს შეუძლია პრაქტიკული სამუშაოების ორგანიზება, ეს კი მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს.რაც განახლდა მასწავლებელთა კონტინგენტი და ახალგაზრდა მასწავლებლები მოვიზიდეთ, ყველა სერტიფიცირებულია.

ღონისძიებით ვხვდებით ყოველ წელს პირველკლასელებს. მოსწავლეებთან ერთად ღონისძიებაში ვმონაწილეობთ მეც და მასწავლებლებიც. პირველკლასელთა ადაპტაციისთვის მივმართავთ სხვადასხვა შეჯიბრებებსა და აქტივობებს. რა თქმა უნდა, ხვდებათ მოწესრიგებული გარემო და სახელმძღვანელოები, რომლითაც სამინისტრო გვამარაგებს.

-რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?

-როცა სკოლაში მოდიხარ უნდა გიყვარდეს შენი საქმე, სხვა შემთხვევაში არაფერი გამოგივა. შემოქმედებითები,  კრეატიულები უნდა იყვნენ, რადგან ამგვარად შედეგზეც უკეთ გადიან. მეც ჩემი გამოცდილებიდან ამ დასკვნამდე მივედი. უნდა უყვარდეთ თავიანთი საქმე, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი.

მოგახსენეთ, რომ ჩვენს სკოლაში ახალგაზრდა მასწავლებლები არიან და ისინი ყველა საჭირო უნარით არიან აღჭურვილი, რაც საჭიროა სასწავლო  პროცესის  წარმატებულად წარმართვისთვის.

-როგორია თქვენი ხედვა სკოლის კულტურაზე? როგორ ინარჩუნებთ პოზიტიურ სამუშაო გარემოს? როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის? რა არის თქვენი გამოცდილებით ყველაზე ეფექტური მიდგომა მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივაციისთვის?

-მნიშვნელოვანია გუნდურობა, ერთობლივი აქტივობები.  შინაგანაწესს, რომელსაც ვემორჩილებით, ერთობლივად ვადგენთ. მთელი სკოლა იკრიბება. ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არც და ვერც ვიღებთ. მთაგორიან ადგილას მდებარეობს სკოლა (ეს სტატუსი არ აქვს) და არ არის მარტივი, მაგრამ იმდენად დიდი პასუხიმგებლობა გვაქვს, რომ აუცილებლად ყველანი ვიკრიბებით და ერთობლივად ვადგენთ. აგვისტოს ბოლოდან იწყება სერიოზული მუშაობა და დაგეგმვა, შემდეგ კი გაცილებით ადვილია მუშაობა წლის განმავლობაში. მუდმივად ვაანალიზებთ, მონიტორინგს ვუწევთ. გვაქვს გამოყოფილი პარასკევი - მშობლებისთვის ღია კარის დღე და სურვილის შემთხვევაში, მოდიან და მათთან ხდება კომუნიკაცია. კვირაში ერთ დღეს, როცა ყველა მასწავლებელს აქვს გაკვეთილი (ეს წლის გამავლობაში სხვადასხვა დღეს ემთხვევა), ვიკრიბებით მოსწავლის სუსტ მხარეზე ვმსჯელობთ და ვცდილობთ მათი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით დავგეგმოთ სასწავლო პროცესი. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის მეგობრული ურთიერთობა პატარა სკოლების უპირატესობაა.

სხვა სკოლებთანაც გვაქვს ურთიერთობა და გვაქვს ხოლმე ერთობლივი აქტივობები. ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენი სკოლა არის განსაკუთრებული ყველა კუთხით, მოსწავლეებს აქვთ ყველა ის უნარი, რომელიც საჭიროა მოსწავლესთან ურთიერთობაში (მეც, რა თქმა უნდა, ჩართული ვარ ამ აქტივობებში).

სამართლიანი უნდა იყო და შეგეძლოს სიმართლის თქმა უმტკივნეულოდ - სხვანაირად ვერ იქნები დირექტორი. თუ არ ექნებათ სამართლიანობის განცდა შეუძლებელია შეინარჩუნო ერთიანობა. ობიექტურობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

-რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ახალი პედაგოგების შერჩევისას?

-პროფესიული უნარებით ვარჩევ. თუ არ აქვს ეს უნარები, არ აგვყავს. რაც არ უნდა რთული მისაღები იყოს ეს გადაწყვეტილება, უნდა შეგეძლოს სკოლისთვის საჭირო გადაწყვეტილების მიღება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

2026 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი ცვლილება ცნობილია - NAEC-ის ხელმძღვანელის განმარტება

როცა მე-11 და მე-12 კლასები ერთად დაასრულებენ სკოლას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ორჯერ მეტი სტუდენტი ჩაირიცხება - მთავრობის გადაწყვეტილება

მასწავლებლების, დირექტორებისა და სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ - ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ვებინარი ჩატარდება

დამატებითი უფლებამოსილება მანდატურის სამსახურისთვის - ცვლილება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების წესში

საკლასო ფორმატში ერთ მსმენელზე საფასური განისაზღვრა - ცვლილება მთავრობის დადგენილებაში

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

მე-4 კლასელი ქართულ ენის „კინგსის“ ოლიმპიადაში პირველ ადგილზე გავიდა

მასწავლებლები დედაქალაქ თბილისში გაემგზავრნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ სულიერი ლიდერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში

გაიმართა თემატური აქტივობები და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურები

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ამა თუ იმ პლანეტის შესახებ და საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება