სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ანბანთქება ჩრდილების თეატრში“ - ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელების შთამბეჭდავი წარმოდგენა
28-04-2025
-
+


ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, სიღრმისეულ ინფორმაციას იღებენ იმ თარიღებთან დაკავშირებით, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მათ შორისაა 14 აპრილი - დედაენის დღე, რომელსაც ოზურგეთის N1 საჯარო სკოლელები მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდნენ.

დღეს გვინდა გაგაცნოთ მესამეკლასელების მიერ მოწყობილი წარმოდგენა, რომელსაც უწოდეს „ანბანთქება ჩრდილების თეატრში“ - ეს გახლდათ საგანთა შორის ინტეგტგრაციის ფარგლებში ჩატარებული აქტივობა, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა:

„მესამეკლასელებმა თითოეულ ასობგერაზე ლექსი, გამოცანა თუ ენის გასატეხი ჩრდილებით წარმოგვიდგინეს. საინტერესო და სახალისო აქტივობა ბუნებისმეტყველებისა და ქართული ენის ცოდნათა ინტეგრირებას წარმოადგენდა. მოსწავლეებმა ბუნებაში ახლახან ნასწავლი თემა ჩრდილი, ქართული ენაში, ასობგერების წარმოსადგენად გამოიყენეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

ხორენიის საჯარო სკოლაში მიესალმებიან ინიციატივას

მოსწავლეებმა თავდაპირველად დაამუშავეს რთველთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსშესანიშნაობების მიმართ ინტერესის გაღვივება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება