სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯიგრაშენის საჯარო სკოლაში, ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო ენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
22-04-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ჯიგრაშენის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამ მიმართულებით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აღსაზრდელებს მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ.

მასშტაბური ღონისძიებებით შეუერთდა ჯიგრაშენის საჯარო სკოლა „დედაენის დღესაც“.

ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის, ხათუნა ხითაროვის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა და უდავოდ აღსანიშნია, რომ პედაგოგმა თითქმის ყველა საფეხურის მოსწავლეები ჩართო ღონისძიებაში.

მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები, წარმოადგინეს ქართული ცეკვები, ვრცლად ისაუბრეს სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე, მისი დაცვის აუცილებლობაზე და კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე-სასწაული აჩუქეს მშობლიურ სკოლას.

ინფორმაციისთვის: 14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება - 1978 წელს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგობამ მოსკოვი აიძულა უკან დაეხია.

მაშინ საბჭოთა ხელისუფლება გეგმავდა გაეუქმებინა ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი. ამისთვის მათ შეიმუშავეს კონსტიტუციური გეგმაც, რომლის თანახმად, ქართული ენა საქართველოში აღარ იქნებოდა სახელმწიფო ენა. დიდი საპროტესტო მოძრაობა ქართული ენის დასაცავად 1978 წლის 12 აპრილს დაიწყო - ხალხი ქუჩაში გამოვიდა. პროტესტმა შედეგი გამოიღო. 14  აპრილს ქუჩებში შეკრებილ მოსახლეობას აცნობეს, რომ კომუნისტური რეჟიმი გადაწყვეტილებას ცვლიდა. სწორედ ამ მოვლენების გამო 1990 წელს ეს თარიღი, 14 აპრილი, დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება