სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქართველოს კუთხეები“ - ტურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი სახელმძღვანელო წარმოადგინეს
15-04-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ტურცხის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას წარმატებით ახორციელებენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტურცხის საჯარო სკოლაში სწავლა კეთებით წარმატებით დანერგილი მიდგომა გახლავთ და ამის დასტურია მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებში მონაწილეობაც მოსწავლეებისთვის, შემეცნებითთან ერთად, ძალზე სახალისოა.

ახლახან, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა, ფაუსტინა ალბერტიანმა მე-7 და მე-8
კლასების მოსწავლეებთან ღია გაკვეთილი ჩაატარა, რომელიც საქართველოს კუთხეებს მიუძღვნეს.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს, საკუთარი ხელით დამზადებული თემატური სახელმძღვანელო, სადაც საქართველოს კუთხეების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის პარალელურად, წარმოდგენილი გახლდათ რობინზონ კრუზოს თავგადასავალი.

აქტივობის ფარგლებში ტურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია, სადაც დეტალურად ასახეს წიგნზე მუშაობის ეტაპები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება