| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლის დირექტორი ნაილი ადეიშვილი ბლიც ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მოსწავლეებისთვის საშინაო დავალება უნდა იყოს მკაფიო და სწორად განსაზღვრული მისი ნდობის მოსაპოვებლად კი მნიშვნელოვანია მასწავლებლის ობიექტურობა და სამართლიანობა. რაც შეეხება მისეულ ხედვას მომავლის სკოლის შესახებ, სკოლის ლიდერი თვლის რომ დომინანტური გახდება პროექტული სწავლება, თუმცა წიგნი მაინც მნიშვნელოვან და წამყვან როლს შეასრულებს სასკოლო განათლებაში.
-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
-მასწავლებელი იყოს მისთვის მისაბაძი მაგალითი, სამართლიანი, მზრუნველი, მოსიყვარულე, ობიექტური.
-განათლება მნიშვნელოვანია, რათა...
-მოსწავლემ შეძლოს გაერკვეს თანამედროვეობაში, დააკვირდეს სხვა ქვეყნებში მიღებული ცოდნის დონეს, შეადაროს ჩვენს ქვეყანაში მიღებულს, გაუკეთოს რეალიზება.
-საშინაო დავალება უნდა იყოს...
-მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული, დაძლევადი, გაზომვადი. ინსტრუქცია სწორად და მკაფიოდ უნდა იყოს მიწოდებული, რაც დავალების სრულყოფილად შესრულების საწინდარი იქნება.
-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
-არის მოსწავლეებისათვის უფლება-მოვალეობების არსის სიღრმისეულად მიწოდება და დასწავლა.
-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
-იყო რუსული ენა.
-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
-ალბათ, ეს იქნებოდა შალვა ამონაშვილი.
-როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
-მომავლის სკოლა წარმომიდგენია კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული, რომელშიც დომინირებს პროექტული სწავლება, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც წიგნთან ახლო კავშირში ვხედავ მომავლის სკოლას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წელს ტესტირებაზე 12 600-მდე მსურველი დარეგისტრირდა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა