სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„საშინაო დავალება უნდა იყოს მკაფიო, მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული“ - კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგი ია ხუციშვილი
11-04-2025
-
+


ია ხუციშვილი კერძო სკოლა „ჰელიოსის“ ინგლისური ენის მასწავლებელია, რომელიც გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს აძლევს ხარსიხიან საგნობრივ განათლებას, ახალგაზრდებს დემოკრატიულ ღირებულებებზე ზრდის და კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტ მოქალაქეებად აყალიბებს. მისი თქმით, მნიშვენოვანია მოსწავლე თავისუფლად აზროვნებდეს და გამოთქვამდეს საკუთარ მოსაზრებას, შესაბამისად ახალისებს თანამშრომლობით ურთიერთობებს და ითვალისწინებს მოწაფეთა აზრს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგი ია ხუციშვილი პასუხობს. 

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- მასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება, მოსმენის უნარი. თავისუფლად უნდა სვამდეს შეკითხვებს და საკუთარ აზრს გამოთქვამდეს. 

- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- მოსწავლემ შეძლოს ჩამოყალიბება დემოკრატიულ, ანალიტიკურად და კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტ და ციფრულ მოქალაქედ.

- საშინაო დავალება უნდა იყოს...
-  მკაფიო, მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული, უპირატესობას ვანიჭებ ე.წ. „სასწავლო მენიუს“.

-  წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- სასურველია, სასწავლო პროცესი მიმდინარეობდეს კარგად აღჭურვილ საკლასო ოთახებში, თითოეულ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს წვდომა პერსონალურ კომპიუტერთან, ხარისხიანი ინტერნეტით. ასევე უნდა იყოს უკეთესად აღჭურვილი სპორტდარბაზები, რათა მოსწავლემ შეძლოს განტვირთვა და ფიზიკური უნარების განვითარება.

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- ინგლისური ენა, რუსული ენა და ბიოლოგია.

- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- გია მურღულია.

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
- ეს უნდა იყოს კომფორტული და ადაპტირებული გარემო, სადაც გათვალისწინებულ იქნება თითოეული მოსწავლის, მათ შორის სსსმ და შშმ მოსწავლეების შესაძლებლობები და ინტერესები, მეტი აუდიო და ვიდეომასალებით, საცურაო აუზებით, პროფესიული სახელოსნოებით, სადაც მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი უნარების შეცნობას და რეალიზებას. ხოლო, რაც შეეხება სასწავლო პროცესს, მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს მოსწავლეების  შესაძლებლობების გაცნობა, მათი განვითარების დინამიკის მონიტორინგი, განხორციელდეს მეტი ქმედებები მულტიკულტურული განათლების მისაღებად და უფრო აქტიურად მიმდინარეობდეს რემედიაციის პროცესი.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია - იხილეთ, მოგემატათ თუ დაგაკლდათ ქულა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ცნობილია

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება