სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია, ვიყოთ გულწრფელები“ - მარინა მჭედლიშვილი, ხორნაბუჯის საჯარო სკოლის დირექტორი 
10-04-2025
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ხორნაბუჯის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.

რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? როგორ უნდა მოიპოვოს პედაგოგმა მოსწავლის ნდობა? როგორ წარმოუდგენია მომავლის სკოლა და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორობის პრინციპის გათვალისწინება? - აქტუალურ კითხვებს  ხორნაბუჯის საჯარო სკოლის დირექტორი - მარინა მჭედლიშვილი პასუხობს.

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

- ვიყოთ გულწრფელები, თანმიმდევრულები, სამართლიანები და ყურდღებიანები მათი საჭიროებების მიმართ.

- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

- გვაძლევს ცოდნას, უნარსა და შესაძლებლობებს, რომელიც აუცილებელია წარმატებული და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

- საშინაო დავალება უნდა იყოს...

- მიზანმიმართული, საინტერესო და მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული, ზომიერი ოდენობის.

- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

- კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება, ემპათიის განვითარება, ემოციური უნარების მართვა და გაუმჯობესება, სუსტი და ძლიერი მხარეების გაცნობიერება.

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

- ინგლისური ენა და საქართველოს ისტორია.

- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

- მარია მონტესორის. მისი მეთოდები ხელს უწყობს დამოუკიდებელ სწავლას, ინდივიდუალურ მიდგომებს, პრაქტიკულ სწავლას, თანამშრომლობას, რაც თანამედროვე სწავლების აუცილებელი პირობაა. მისი ხედვა განათლების შესახებ ბავშვზეა ორიენტირებული.

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

- ინდივიდუალიზებული, ტექნოლოგიებით გაჯერებული, მოქნილი და საზოგადოებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცე.

 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება