სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ავუვსოთ ერთმანეთს გულები სიყრმის და სიცოცხლის რწმენით!“ - ემოციური ღონისძიება ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში
10-04-2025
-
+


ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ; ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ახლახან, ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში, 9 აპრილისადმი მიძღვნილი აქტივობა ჩატარდა.

V კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმღვანელის - იზა ხარატიშვილის უშუალო ჩართულობით, პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა გმირების ხსოვნას, ღონისძიებას კი სიმბოლური სახელი - „ავუვსოთ ერთმანეთს გულები სიყრმის და სიცოცხლის რწმენით!" - უწოდეს.

ბავშვებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, აღნიშნეს, რომ „9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“

აქტივობის დასასრულს, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორმა, მაკა გუბელაძემ და დირექტორის მოადგილემ, ბექა ძოწენიძემ. მათ ხაზი გაუსვეს 9 აპრილის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს უახლეს ისტორიაში და ახალგაზრდა თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

ინფორმაციისთვის: 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება