სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ქვეყნის განვითარება განათლების ხარისხის ამაღლებით დავიწყოთ...“ - შორენა აკოფაშვილი, ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორი
08-04-2025
-
+


„ქვეყნის მომავალი დგას განათლებულ და წარმატებულ თაობებზე. ამიტომ ყველაზე მეტად საჭირო და აუცილებელია, განათლებას მეტი წილი ყურადღება დაეთმოს“, - ეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორის, შორენა აკოფაშვილის პოზიცია გახლავთ, რომელსაც etaloni.ge-სთან ბლიც ინტერვიუში აფიქსირებს და წარმატებული სკოლის საიდუმლოსაც გვიმხელს.

რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? როგორ უნდა მოიპოვოს სკოლამ მოსწავლის ნდობა? როგორ წარმოუდგენია მომავლის სკოლა და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორობის პრინციპის გათვალისწინება? - აქტუალურ კითხვებზე პასუხებს ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორის - შორენა აკოფაშვილის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

- მოსწავლეს დაანახო, რომ ის შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა მოსწავლე უნდა გრძნობდეს მასწავლებლის მხრიდან სიყვარულს, სითბოსა და თანადგომას. უნდა გრძნობდეს, რომ მისი აზრი ყოველთვის საინტერესოა და მას ყოველთვის მოუსმენენ და დაეხმარებიან, თუ ამისი საჭიროება დგას. მოსწავლე უნდა ხედავდეს, რომ კლასში ყველა თანასწორია და მას რაიმე ნიშნით არ გამოარჩევს მასწავლებელი. მთავარია, თავიდანვე დაანახო, რომ მისი მეგობარი და კეთილის მოსურნე ხარ და არა - სადამსჯელო ორგანოს წარმომადგენელი.

- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

- ქვეყნის მომავალი დგას განათლებულ და წარმატებულ თაობებზე. ამიტომ ყველაზე მეტად საჭირო და აუცილებელია, განათლებას მეტი წილი ყურადღება დაეთმოს. უკვე არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი, რომ მხოლოდ განათლება და განათლებული მოქალაქეები შეძლებენ ძლიერი,  დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას; თუ გვაქვს ამბიცია, რომ მრავალსაუკუნოვანი და უდიდესი კულტურის მქონე ერი ვართ და საქართველო ერთ-ერთი უდიდესი ისტორიის მატარებელი ქვეყანაა, მაშინ ყველაფერს უნდა შევეშვათ და ქვეყნის განვითარება განათლების ხარისხის ამაღლებით დავიწყოთ!

- საშინაო დავალება უნდა იყოს...

- პირველ რიგში, იმდენად საინტერესო და სახალისოც კი, რომ მოსწავლეს მოუნდეს მისი შესრულება, თან აუცილებლად უნდა გამომდინარეობდეს მოსწავლის შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან... აქვე ვფიქრობ, არც ისეთი მოცულობის უნდა იყოს, რომ ბავშვი საჭიროზე მეტად გადაიტვირთოს. ძალიან კარგი იქნება თუ ხანდახან მოსწავლეს უფლებას მივცემთ, თავად შეარჩიოს, რომელი დავალების შესრულება სურს და რა ფორმატში, მივცეთ მეტი თავისუფლება, რათა მეტად გამოამჟღავნოს ფანტაზიაცა და კრეატიულობაც.

- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

- აუცილებელი დილის ვარჯიში ყველა მოსწავლისათვის, 10-15 წუთი მაინც...

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

- ფიზიკა და ბიოლოგია.

- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

- იმას, ვისაც მეტად შეეძლება, ადამიანობა ასწავლოს ბავშვებს.

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

- პირადად ჩემთვის სკოლა უნდა იყოს კეთილმოწყობილი და მშვიდი გარემოს მქონე, ყველა საჭირო, აუცილებელი რესურსითა თუ ოთახით აღჭურვილი, მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული! სკოლა ისეთი უნდა იყოს, მოსწავლეს სახლში წასვლა დაეზაროს!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება