სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

ოქროს მედლები და კომპიუტერები მოსწავლეებს გამოცდების შედეგების მიხედვით უნდა გადაეცემოდეს - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დავით ნაჭყებია
08-04-2025
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი, დავით ნაჭყებია ბლიც-ინტერვიუსი საინტერესო მოსაზრებებს გვიზიარებს, მოსწავლეების სკოლისა და ზოგადად, სასკოლო საკითხების მიმართ. როგორც დირექტორი აღნიშნავს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მოსწავლე ურთიერთობისას უნდა გრძნობდეს სამართლიანობაა. რადგან, სწორედ სამართლიანობის შეგრძნება და სიყვარული აყალიბებს ნდობას და ურთიერთპატივისცემას. ამასთან, თვლის რომ ოქროსა და ვერცხლის მედლები, ისევე როგორც კომპიუტერები მოსწავლეებს გამოცდის საფუძველზე უნდა ეძლეოდეს. გაეცანით დირექტორის პოზიციას უფრო სხვადასხვა საინტერესო საკითხზე:

-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

-მოსწავლის ნდობის მოსაპოვებლად ძირითადად საჭიროა ორი რამ: მისი გულწრფელი სიყვარული და სამართლიანობა.

-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

-განათლებას აქვს სულ მცირე სამი მნიშვნელობა: ა) პიროვნული განვითარება, ბ) საკუთარი მატერიალური  კეთილდღეობა და გ) რაც უფრო განათლებული და პროფესიონალია ადამიანი, მით უფრო კარგი სპეციალისტია თავისი საქმის. ეს კი თავის მხრივ, მეტ საზოგადოებრივ კეთილდღეობას გულისხმობს.

-საშინაო დავალება უნდა იყოს:

-ზომიერი მოცულობის; საინტერესო და უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.

-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

-ოქროს მედლისა და კომპიუტერის მოპოვება უნდა ხდებოდეს ობიექტური გამოცდების საფუძველზე ან შემოვიღებდი დეტექტორს, რომელიც მოსწავლის მოსვლას და წასვლას დააფიქსირებდა (მაგ; თითის ანაბეჭდით). ეს 10-12 კლასებში მოსწავლეთა გაცდენების პრობლემას აღკვეთდა.

-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

-სპორტი, რომელსაც მაშინ ფიზ-მომზადება ერქვა.

-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

-მასწავლებლად ავირჩევდი რუსთაველს, ვაჟა-ფშაველას, მერაბ კოსტავას ან ზვიად გამსახურდიას.

-როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

ა) ტექნოლოგიებით გაჯერებული;
ბ) ყოველ 50 მოსწავლეს ეყოლება ერთი ფსიქოლოგი;
გ) კლასში იქნება მხოლოდ 5-10 მოსწავლე;
დ) მანდატური ეყოლება მცირეკონტინგენტიან სკოლებსაც;
ე) ყოველ 10 მასწავლებელს ეყოლება პროფესიული განვითარების თანაშემწე-ტრენერი;
ვ) შეიცვლება სპორტის სწავლების ფორმატი;
ზ) შემოიღებენ ბიზნესის, სოციალური ფსიქოლოგიის , მსოფლიო ლიტერატურის და სხვა საგნების სწავლებას...


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება