სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სახელმძღვანელო, რომლითაც დღეს მოსწავლეებს ასწავლიან, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა სწავლების სტანდარტებს 
03-04-2025
-
+


სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სახელმძღვანელო, რომელსაც საგან „მე და საზოგადოებას“ სკოლებში მოსწავლეებს ასწავლიან მოძველებულია და აფერხებს ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების რეალიზებას. 

2024 წელს არ გამოცხადებულა სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი და შესაბამისად, არ შემდგარა რეცენზირების პროცესი. საგანი „მე და საზოგადოება“ კვლავ მოძველებული, 2018 წელს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით ისწავლება, რაც არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა სწავლების სტანდარტებს და აფერხებს ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების რეალიზებას.

მართალია, მასწავლებლებს უფლება აქვთ ზემოხსენებული საგნის თემების სწავლებისას გამოიყენონ ნებისმიერი დამხმარე რესურსი, მათ შორის, გზამკვლევები თუმცა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების როლი სასწავლო პროცესში კვლავ უმნიშვნელოვანესია.

სამინისტროს განმარტებით, გრიფირების კონკურსის გამოუცხადებლობა, სხვა მიზეზებს შორის, გამოწვეული იყო საგნის სტანდარტების ცვლილებითაც.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესის სათანადოდ განსახორციელებლად, უმნიშვნელოვანესია, რომ იგი წარიმართოს განახლებული და გრიფმინიჭებული, ან სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით, რადგან ამ შემთხვევაში, სახელმძღვანელოების ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან თავსებადობა ექსპერტთა ჯგუფის მიერ წინასწარ ფასდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება