| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო STEM პროექტზე იმუშავეს.
მე-9 მოსწავლეებმა ბევრი ოჯახის საყოფაცხოვრებო პრობლების გადაჭრა გადაწყვიტეს და წყლის ავზის გადავსების თავიდან არიდების საშუალებას მიაგნეს.
როგორც მოსწავლეები გვეუბნებიან, წყლის ავზის გადავსება ხშირი პრობლემაა ბევრ ოჯახში, რაც იწვევს წყლის დანაკარგს. ამ პრობლემის მარტივი გადაწყვეტა კი არის წყლის დონის სენსორის გამოყენება.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით, უკავშირდება Arduino-ს და წყლის დონის მაჩვენებელს, რომელიც LED-ების და ბუზერის საშუალებით შეგვატყობინებს წყლის დონეს.
მუშაობის პროცესში გამოიყენეს ინგლისურენოვანი გზამკვლევი, ფიზიკის საწყისები და მათემატიკური გამოთვლები.
სკოლაში მადლობას უხდიან იდეის ავტორს სალომე კეკელიძეს და მოსწავლეებს.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი