სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საღოლაშენის საჯარო სკოლაში სამოქალქო განათლების კლუბი აქტიურად მუშაობს
20-06-2018
-
+


საღოლაშენის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი „მერანი“ აქტიურად მუშაობს და სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. 

კლუბი პროგრამა „მომალის თაობა“ და  საზოგადოება „ბილიკის“  მხარდაჭერით და ხელშეწყობით დაარსდა. 

„მერანი“ მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გეგმავდა სხვადასხვა ღონისძიებას. 

გასული თვის შუა რიცხვებში კლუბის წევრებმა თავიანთი წლიური ანგარიში წარმოადგინეს. 

პროგრამა „მომავლის თაობის“ შემაჯამებელი ღონისძიება ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გაიმართა. 

კლუბი აქტიურად ერთვებოდა ყველა საერთაშორისო ღონისძიებაში. 

კლუბის წევრებმა აღნიშნეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე და ქალთა დღე. 

„გავაკეთეთ კედლის გაზეთი, ვისაუბრეთ ქალების უფლებებსა და როლზე, გავეცანით ჩვენი რაიონის წარმატებულ ქალბატონებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ბულინგი საზოგადოებაში გადაუჭრელ პრობლემად იქცა, ამიტომ კლუბმა კედლის გაზეთი „არა ძალადობას“ შექმნა და გადაიღო ვიდეორგოლი „ნაბიჯი თანადგომისკენ“.  

ჯამრთელობის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ლექცია-სემინარი თემაზე: „ნივთიერებების ავად მოხმარება“ ( ალკოჰოლი, ნარკოტიკი, სიგარეტი).

ლექცია-სემინარი ასევე დაიგეგმა  ენის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა  კალიგრაფიის კონკურსი და პატარები სიგელებით დაჯილდოვდნენ.  

წევრებთან ერთად განსაკუთრებული ხალისით ჩაერთნენ სკოლის მოსწავლეები ეკო ღონისძიებაში „შეაგროვე მაკულატურა და გაუფრთხილდი ხეებს“. 

მათ სკოლაში დადგეს მწვანე ყუთი მაკულატურისთვის, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია და დაამზადეს ხელნაკეთი საყვავილეები, ასევე დარგეს ყვავილები. 

კლუბის ერთ-ერთი დასკვნითი და სახალისო აქტივობა იყო სოფელ წვერის საბავშვო ბაღში სტუმრობა, 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. 

კლუბის წევრებმა პატარებს ეს დღე მიულოცეს და მოხატეს ბაღის მიმდებარე გზაზე ზებრა გადასასვლელი ლოზუნგით „ უსაფრთხო გზა ბავშვებს!“. 

კლუბი „მერანი“ მუშაობს კვლავ აქტიურად გააგრძელებს. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება