სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყნებში დამლაგებლის თვიური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
23-02-2025
-
+


საჯარო და კერძო სკოლებში დამლაგებლების ანაზღაურება წლებია გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. მინიმალური ხელფასი და მაქსიმალური დატვირთვა კრიტიკას ვერ უძლებს. მართალია, საქართველოს მთავრობასთან ერთად განათლების სამინისტროშიც ამბობენ, რომ ხელფასი უნდა გაიზარდოს და იზრდება კიდეც, თუმცა წელიწადში ერთხელ 10%-იანი მატება, მაშინ როცა ანაზღაურება საშუალოდ 400 ლარია, ალბათ დაგვეთანხმებით რომ პრობლემას ვერ გადაიჭრის. 

ამ ფონზე დავინტერესდით და მოვიძიეთ ინფორმაცია აშშ-სა და ევროპის განვითარებული ქვეყნების ნაწილში სკოლის დამლაგებლების ანაზღაურების შესახებ:

ამერიკის შეერთებულ შტატებში დამლაგებლის ანაზღაურება წლიურად, საშუალოდ, 36003 დოლარია. გარდა ამისა, მათ შეიძლება მიიღონ ბონუსებიც.

დიდ ბრიტანეთში სკოლის დამლაგებლის საშუალო ხელფასი წელიწადში 21450 ფუნტი, საათში კი 11 ფუნტია.

რაც შეეხება ავსტრალია, აქ მათი ხელფასი წელიწადში 20000-დან 30000 დოლარამდე მერყეობს. ანაზღაურება, რა თქმა უნდა, სკოლაზე, დასაქმებულის გამოცდილებასა და სამუშაოზეა დამოკიდებული.

საქართველოში სკოლის დამლაგებლების ანაზღაურება რეგიონების მიხევდით განსხვავებულია - გთავაზობთ ინფორმაციას teachers.jobs,.ge - ს გვერდზე განთავსებული ვაკანსიებიდან:

მაგალითად, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში დამლაგებელს თვეში 385 ლარს სთავაზობენ, რაც წელიწადში 4620 ლარი გამოდის. რეგიონის ერთ-ერთ სკოლაში კი სავარაუდო ანაზღაურება 180 ლარია, წელიწადში 2160 ლარი. კიდევ ერთ ვაკანსიაში, რომელიც ასევე რეგიონშია გამოცხადებული ხელფასად 220-240 ლარია მითითებული. ეს წელიწადში 2640-2880 ლარი გამოდის.

აღსანიშნავია, რომ სამივე შემთხვევაში განაკვეთი სრული - 40 საათია. მოვალეობებს რაც შეეხება, ძირითადად ასეთია:

  • გამოცხადდეს სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყებამდე 30 წუთით ადრე;
  • დაიცვას სისუფთავე სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას როგორც დერეფანში, ასევე სველ წერტილებში;
  • საჭიროების შემთხვევებში, სკოლაში ჩაატაროს სადეზინფექციო სამუშაოები;
  • უზრუნველყოს სანიტარიული წერტილების დასუფთავება ყოველი დასვენების შემდეგ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება