სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფიზიკის საღამო ყარათაკლიის საჯარო სკოლაში - მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და ჩამოაყალიბეს კლუბი
11-02-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ყარათაკლიის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ზრუნავენ, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და სწორედ ამიტომ, საგნობრივი ცოდნის ტრანზიციის პარალელურად, სხვადასხვა საგნის მასწავლებლები აწყობენ თემატურ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებს მიღებული ცოდნის განმტკიცებაში ეხმარება.

10 თებერვალს, ყარათაკლიის საჯარო სკოლაში ფიზიკის პედაგოგის, ბელა ბედიაშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა ფიზიკის საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე-7-მე-11 კლასების მოსწავლეებმა, რომელთაც შექმნეს კედლის გაზეთები: „ფიუზის“, „მარტივი მექანიზმები“, „ევრიკა“, „ქარვა-ელექტრობა“, „ბგერა“, „სინათლე“,„მკრთალი ლურჯი წერტილი“.

მოსწავლეებმა: ზელფინაზ მამედოვამ, აითაჯ აბდულაევამ, დენიზ გარიბოვამ, ალბინა გუსეინოვამ და სხვებმა წარადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე, ასევე ჩაატარეს ექსპერიმენტები.

ფიზიკის საღამოზე განიხილეს კარლ სეიგანის წიგნი „მკრთალი ლურჯი სინათლე“, წარადგინეს ვიდეოები, სადაც აღბეჭდილია „ვოიაჟ 1“-ის კოსმოსში გაშვება, მოისმინეს ოქროს დისკზე ჩაწერილი „ჩაკრულო“.

ღონისძიების დასასრულს ფიზიკის მასწავლებელმა ჩამოაყალიბა კლუბი „აინშტაინელები“  და იქვე დაიგეგმა, რომ მომდევნო ფიზიკის საღამო მიეძღვნება ალბერტ აინშტაინს.

სკოლის დირექტორმა, ბატონმა ბახრატ ისაევმა ფიზიკის პედაგოგ ბელა ბედიაშვილსა და ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს გადასცა სიგელები. „აინშტაინელებს“ აგრეთვე გადაეცათ საქართველოს რუკის ფორმის ემბლემა mc2.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება