სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საახალწლო მათემატიკის ჯადოსნური ნაძვის ხე“ - თბილისის N117 სკოლის პედაგოგ ნაზი კობახიძისა და მე-6 კლასელების ორიგინალური პროექტი 
20-01-2025
-
+


თბილისის N117 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

ნაზი კობახიძე ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელია, რომელიც მათემატიკის სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავს.

სწავლებისას სისტემატიურად ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს. იგი მიიჩნევს, რომ არაფორმალურ განათლებას საკმარისი ადგილი უნდა ეკავოს სასწავლო პროცესში. მისი აზრით, რაც უფრო მეტი დადებითი ემოცია უგროვდება მოსწავლეს კონკრეტულ საგანთან მიმართებით, მით უფრო იზრდება მისი მოტივაცია და ინტერესი ამ საგნის სწავლისადმი.

„სწორედ ასეთი ემოციების გამოწვევა შეუძლია მოსწავლეებში მათ მონაწილეობას ისეთ სახალისო პროექტებში, რომლებიც არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, გუნდურ მუშაობას და სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასაც უწყობს ხელს“, - ამბობს პედაგოგი და პროექტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

სწორედ მისი ამ იდეით არის შთაგონებული მე-6 ე კლასის მოსწავლეებთან განახორციელებული პროექტი „საახალწლო მათემატიკის ჯადოსნური ნაძვის ხე“.

„პროექტი მათემატიკურ ცოდნასა და საახალწლო სულისკვეთებას აერთიანებს, რა გზითაც პროექტს მოსწავლეებისადმი სასურველს და დასამახსოვრებელს, მათემატიკას კი საინტერესოს და მიმზიდველს ხდის.

პროექტი არა მხოლოდ მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივებას, ცოდნის შეძენა-განმტკიცებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, არამედ საახალწლო განწყობის შექმნასაც ემსახურება.

აღნიშნული პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა:

ნაძვის ხის შექმნა მათემატიკური ფიგურებით: მოსწავლეებმა გამოიყენეს გეომეტრიული ფიგურები ნაძვის ხის კონსტრუქციისათვის, რაც მათ სივრცითი აზროვნებისა და ფორმების გამოყენების უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარა.

საახალწლო ამოცანების შედგენა: მოსწავლეებმა შექმნეს საახალწლო თემატიკის ამოცანები, რომლებიც მათემატიკურ ცოდნასა და კრეატიულობას მოითხოვდა. ეს ამოცანები მათი წარმოსახვისა და ანალიტიკური აზროვნების შესანიშნავი გამოვლინება იყო.

განვლილი მასალიდან შეკითხვების მომზადება: ვიქტორინისთვის მოსწავლეებმა შეიმუშავეს კითხვები, რომლებიც განვლილი მასალიდან მათემატიკის სხვადასხვა თემას მოიცავდა. ეს პროცესი მათთვის ცოდნის გამყარების მნიშვნელოვანი საშუალება გახდა.

ცოდნის სისტემაში მოყვანა და ვიქტორინა: პროექტის კულმინაცია იყო ვიქტორინა, რა დროსაც მოსწავლეებმა ნაძვის ხის სათამაშოებად ქცეული ჯიბეებიდან შემთხვევითობის პრინციპით ამოიღეს შეკითხვები და ერთმანეთის შექმნილი ამოცანები, გუნდურად იმსჯელეს მასზე და წარადგინეს პასუხები სხვა გუნდებთან კონკურენციის პირობებში .

ეს აქტივობა, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ცოდნის გაზიარებასთან ერთად, მათში გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებსაც ავითარებს.

საახალწლო მილოცვები და სიგელები: პროექტის დასასრულს, მოსწავლეებმა ერთმანეთი თბილი მილოცვებით გაახარეს. თითოეულ მონაწილეს გადაეცა სიგელი მათემატიკური უნარების წარმოჩენის, კრეატიულობისა და თანამშრომლობისთვის, რაც მათთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

„ეს პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განათლების მიღება იყოს ინოვაციური, ხალისიანი და საინტერესო. ნაძვისხის დეკორაციებად ქცეულმა მათემატიკურმა ამოცანებმა და ვიქტორინამ არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ ბავშვების მხიარულებას, ერთმანეთთან დაახლოებას, გუნდური მუშაობისა და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას შეუწყო ხელი“, - ამბობენ სკოლაში.

პროექტმა გააერთიანა სასკოლო ცხოვრება საახალწლო დღესასწაულის სულისკვეთებასთან, რაც თითოეული მონაწილისთვის დაუვიწყარი და ჯადოსნური გამოცდილება გახდა.

„მათემატიკა და ახალი წელი – ცოდნისა და დღესასწაულის შეუდარებელი კომბინაცია!“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება