| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N36 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო პერიოდი საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. საახალწლო სამზადისში მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ Iბ და Iგ კლასების მოსწავლეებმა პედაგოგ ნანი ჯამბაზიშვილის ხელმძღვანელობით, ნაძვის ხის სათამაშოები შექმნეს. მათი თქმით, ახალი წელი ნაძვის ხის სათამაშოების გარეშე წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ, დიდი ენთუზიაზმითა და გულმოდგინებით ჩაერთნენ ამ აქტივობაში.
მათ სათამაშოების დამზადებისას დეკუპაჟის ტექნიკა გამოიყენეს და შთამბეჭდავი ნამუშევრები წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებას.
აქტივობა საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას