| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო დღეები ნამდვილ დღესასწაულად იქცა. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს და ბავშვებს ზღაპრული დღეები შესთავაზეს, გაიმართა არაერთი საახალწლო ღონისძიება.
დიდი საახალწლო ჟრიამული სუფევდა 27 დეკემბერს სკოლის კედლებში. ამჯერად, მე-2ბ კლასის (დამრიგებელი ინგა ჩხიკვაძე) მოსწავლეებმა მიულოცეს სასკოლო საზოგადოებას შობა-ახალი წელი.
საახალწლო სპექტაკლმა, რომლის რეჟისორი გია ტაბიძე გახლდათ, საუკეთესო განწყობა შეუქმნა ყველას.
ბავშვებმა ლექსებითა და სიმღერებით გაახალისეს მაყურებელი, იყო იუმორისტული ელემენტები, რაც სპექტაკლს ძალიან სახალისოსა და სასიამოვნოს ხდიდა.
სკოლის დირექცია კიდევ ერთხელ ულოცავს პატარებს შობა-ახალ წელს და 15 იანვარს მათ სკოლის კედლებში დაბრუნებას დიდი სიხარულით ელოდება.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას