| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ, რომლებიც მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
ერთ-ერთი მათგანი ხელოვნების მასწავლებელი მზია ყურშუბაძე გახლავთ. მისი ხელმძღვანელობით, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეები საინტერესო აქტივობებს ახორციელებენ.
ამჯერად, პედაგოგმა სკოლაში საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნა. მან სკოლის კედლები და ფანჯრები მრავალფეროვანი ნამუშევრებით გააფორმა. ამ ყველაფერმა კი, სასკოლო სივრცეს სადღესასწაულო ელფერი შესძინა.
„დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის“,- სკოლაში პედაგოგს მადლობას უხდიან.
იხილეთ ვიდეო:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
გვჯერა, თქვენი ცოდნა კიდევ ბევრ თაობას გაუკაფავს გზას უკეთესი მომავლისკენ