| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |


ტანმორჩილი ბავშვი ვიყავი, მერე კი გავიზარდე, მაგრამ ფიზკულტურის გაკვეთილზე ბოლოდან მეოთხე თუ მეხუთე ვიდექი, სულ ვხუმრობდი ამაზე.
ერთხელაც, გუდიაშვილმა ჩემი ნახატები ნახა და დამიბარა, პირველი მოგონება და სირცხვილია ჩემი, რომ მე უფრო მაღალი აღვმოჩნდი ბატონ ლადოზე, ასაკში იყო კაცი უკვე.
მითხრა, შენი ხატვის მანერა გაქვს და ნუ გაჰყვები აკადემიურ სწავლებასო, გამოვიდა რომ დავუჯერე...
- საიდან გაჩნდა ზღაპრის გმირების გაცოცხლების იდეა?
- ეგზუპერმა თქვა, ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართო... და მეც ბავშვობიდან ვცდილობდი ყველაფრის გაფერადებას და რაც უდრო მეტად მებრძოდა ცხოვრება მუქი ფერებით, მით უფრო ვლამობდი გამონათებას... ამ ცარიელი კედლების გარდა პატარებს ზღაპრული სამყარო სჭირდებათ...
- მოსწავლეები გყავთ. როგორია მათი პირველი გაკვეთილი?
- მთავარი ფერისა და ფორმის შეგრძნებაა, წარმოსახვის გაცოცხლება... ვთხოვ, რომ ახლოს იყვნენ ბუნებასთან, ჩრდილებთან, განუმეორებელ ფიგურებთან... აქედან იწყება ყველაფერი.
- საყვარელი ფერი...
- ფერი - თითქოს ყველა ფერი განსაკუთრებულია. ნახეთ, როგორაა ჩვენში: არაფერი და ყველაფერი. აი, როდესაც კაცი ღარიბია, ამბობს, არაფერი მაქვსო, როდესაც ბედნიერებას იპოვის - ყველაფრითაა სავსე.
და მაინც, იასამნისფერია ყველაზე საყვარელი, ენერგეტიკულად და ემოციურად ყველაზე ახლოსაა ჩემთან, დადებითი მუხტის მატარებელიაა...
- საყვარელი ზრაპრის გმირი...
- ნაცარქექია - ძალიან ჭკვიანი ყოფილა და არ ვიცოდით...
- ნახატები ფურცელზე, თბილისის N106 სკოლის კედლებზე... ამას გარდა, თოჯინებსაც ქმნით და ეს უსულო არსებები სიყვარულით უყურებენ ბავშვებს...
- თუ რამეს ვაკეთებ, მინდა ყველაფერი მოძრავი და ცოცხალი იყოს, ჰქონდეს თავისი ხასიათი, ჩვენებური, ქართული.
მსუბუქი და იაფი მასალით ვცდილობთ საინტერესო ნამუშევრების შექმნას. ბევრი იდეა და ჩანაფიქრი მაქვს. ვნახოთ რა გამოვა.
- თქვენი შემოქმედების მთავარი მიზანი...
- ბავშვების ცხოვრების გახალისება და გაფერადებაა...
2026 წლის საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადები დასრულდა
ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი
სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა
ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ
2026 წლის საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადები დასრულდა