სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები

რუსთავის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ბოსტანი გააშენეს
18-06-2018
-
+


როგორ მივაჩვიოთ მოსწავლე მცენარეებზე ზრუნვას, შრომით კულტურას, ეკოლოგიურად სუფთა საკვების მოყვანას და ამასთან, როგორ გავუღვივოთ საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესი?  

რუსთავის N16 საჯარო სკოლამ აღნიშნული მიზნით სკოლის ეზოში „კონტაქტური ბოსტნის" გაშენება დაიწყო. სკოლის აღსაზრდელები იდეას ენთუზიაზმით შეხვდნენ და ბოსტანს სიამოვნებით უვლიან. 

მოზარდებმა მიწა უკვე დაამუშავეს და გაანაყოფიერეს, ახლახან, ბოსტანი შემოღობეს და ღობე შეღებეს, სექტემბერში კი სტაფილოს, კომბოსტოს, კიტრის, პომიდვრისა და მწვანილის დათესვას გეგმავენ. 

რუსთავის N16 საჯარო სკოლის დირექტორმა ირინა მელქაძე-გელაშვილმა Etaloni.ge-სთან ბოსტნის გაშნების მიზნებსა და მოსალოდნელ სარგებელზე ისაუბრა.

- რა არის „კონტაქტური ბოსტნის“ მოწყობის მიზანი?

- „კონტაქტური ბოსტნის“ იდეა ზოგადად სტუდენტებს, ჩვენი ქალაქის კურსდამთავრებულებს ეკუთვნით, რომელთაც ინოვაციურ ჰაბზე, კონკურსზე პროექტი წარადგინეს, გაიმარჯვეს და გადაწყვიტეს ჩვენთან თანამშრომლობით, ბავშვების ჩართულობით, საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაღვივების, მოსწავლეების მიწასთან ურთიერთობის, ბუნებასთან კონტაქტის გაზრდის, მეწარმეობის მიმართ ინტერესის ამაღლების მიზნით, ეს პროექტი გაეკეთებინათ. მიზანი ძირითადად არის საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის მიმართ მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება. „სწავლა კეთებით“ - ასე ჰქვია მსგავს აქტივობებს და პრაქტიკული სამუშაოები სკოლისავე ტერიტორიაზე განხორციელდება. ამასთან, ამ გზით მოსწავლეებს შრომის კულტურას მივაჩვევთ.

- რა ეტაპზეა პროეტქი?

- ამ ეტაპზე პროექტი განხორციელების პროცესშია, მოხდა მიწის დამუშავება, სასუქებით განაყოფიერება. ბოსტანი შემოვღობეთ, მოსწავლეებმა კი ღობე შეღებეს. ლანდშაფტს ვამზადებთ, სექტემბერში კი ჩითილებს შევიძენთ და დავთესავთ. ძირითადად მოვიყვანთ ბოსტნეულს - სტაფილოს, კომბოსტოს, კიტრს, პომიდორს, მწვანილს.

- აღებულ მოსავალს მოსწავლეებსვე შესთავაზებთ?

- ჩვენთან ასეთი ტრადიციაა - კულინარიულ დუელებს ვაწყობთ ხოლმე. მოსწავლეები ერთმანეთს ჯანსაღი საკვების მომზადებაში ეჯიბრებიან და ამ სახით, სწავლობენ როგორ შეიძლება სწრაფი და ჯანსაღი საკვების მომზადება. აი მაგალითად, ჯანსაღი საუზმე, ამისი მოდელირება სასწავლო პროცესში სხვადასხვა აქტივობების სახით გაკეთდება, რომ ბავშვებს ვასწავლოთ როგორ შეიძლება ჯანსაღი პროდუქტით საკვების სწრაფად მომზადება და რამდენად მნიშვნელოვანია, ეს კომპონენტები (ბიოლოგიური ქიმიური დანიშნულებით) თითოეული ბავშვის ორგანიზმისთვის. აი მაგალითად, პომიდორი რომელ ორგანოს განასახირებს და რომ სწორედ იმ ორგანოს ფუნქცონირებისთვის არის მნიშვნელოვანი და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ბოსტნიდან აღებულ მოსავალს როგორც სასწავლო რესურსს ისე გამოვიყენებთ.

- იყენებთ თუ არა ქიმიკატებს?

- ქიმიკატებს არ ვიყენებთ, პროდუქტი ნატურალური იქნება და ეკოლოგიურად სუფთა, ყოველგვარი ქიმიკატებისა და შენაერთებს გარეშე, ცოცხალ პირობებში. რა თქმა უნდა, თავისი ტექნოლოგიების დაცვით, იქ მორწყვა იქნება თუ დაბარვა და ა.შ. მოსწავლეები დააკვირდებიან როგორ ხდება უსასუქო და ნატურალური პროდუქტის მიღება. მათ ტრენინგები ჩაუტარდებათ. საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტები - ბიოლოგიის და ქიმიის მასწავლებლები მენტორებად მიემაგრებიან, სტუდენტები კი საინფორმაციო კამპანიებს ჩაუტარებენ როგორც დათესვასთან, ისე მის მოვლა-პატრონობასა და შემდგომ მის აღებასთან დაკავშირებით.  

რაც მთავარია, მოსწავლეები აღფრთოვანებლები არიან, მიწაზე მუშაობა მოსწონთ, ძალიან უხარიათ, რომ ასე საინტერესოდ და მრავალფეროვნად უნდა შეისწავლონ ბიოლოგიის საგანი. მოტივირებულნი არიან და ძალიან უნდათ, რომ ლამაზი და სასარგებლო ბოსტანი გამოუვიდეთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება