| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ისტორიას ხარისხიანად და სიღრმისეულად სწავლობენ, პედაგოგები მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ, რომ მოსწავლეებს საქართველოს ისტორიიდან მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ სათანადო ინფორმაცია ჰქონდეთ.
ახლახან, სკოლაში ისტორიის მასწავლებლის - ია ირემაშვილის ინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება, რომელიც 1924 წლის აჯანყებას და აჯანყებიდან გასულ 100 წლისთავს მიეძღვნა.
სკოლის მოსწავლეებმა 1924 წლის აჯანყების მეთაურის - ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მისი „შეფიცულების“ ისტორიები წაიკითხეს, ასევე, აჯანყების დაწყებისა და დამარცხების მიზეზებზე ისაუბრეს.
მათ სასკოლო საზოგადოებას ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფრანგეთიდან გადმოსვენებისა და საქართველოში დაკრძალვის ვიდეომასალა აჩვენეს.
შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას, მასწავლებლებს, მშობლებს, და მოწვეულ სტუმრებს აჯანყებიდან 100 წლის განმავლობაში საქართველოში მომხდარი მოვლენები გაახსენეს და 1937, 1956, 1978, 1989 და 2008 წლის ტრაგიკული დღეების ამსახველი კადრები აჩვენეს.
მოსწავლეებმა ღონისძიება ჯანსულ კახიძის სიმღერით „ჰერიო ბიჭებო“ დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში V – I X კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა