| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლაში მასწავლებელთა კონფერენცია - „სწავლა-სწავლების ხელშეწყობა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით“ ჩატარდა. მასში საგარეჯოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტების არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
მათ მსმენელებს საინტერესო თემები წარუდგინეს და იმ სიახლეებსა და გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათთვის აქტუალურია. კონფერენციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა ფანოზიშვილი ესწრებოდა.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ლალი ოსეფაშვილი და ხათუნა ჭეშურაშვილი.
როგორც იორმუღანლოს საჯარო სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებით საინტერესო თემა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელმა ნანა არაბულმა წარადგინა, რისთვისაც მას უდიდეს მადლობას უხდიან.
„მადლობა რუსუდან დუჩიძეს, თეა გურგენიძესა და ჰილალ მამედოვას, კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ