| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცრუ და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევასა და ინტერნეტში ქცევის წესებს სწავლობენ.
სკოლა აქტიურად არის ჩართული პროექტში - „მედიაწიგნიერება ჩვენს სკოლაში“, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ აქტივობა ეწყობა. პროექტის აქტივობებმა მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში კლუბ „სიახლეების თაობის“ თავმჯდომარის - ანი კოღუა, წევრების - კესო კოკაიას, ბარბარე ჩემინავას, ლიზი გახოკიძის, ნინო ჯიმშელეიშვილისა და სხვა მოსწავლეთა მონაწილეობით განხორციელდა მორიგი აქტივობა: „პოდკასტის გადაღება მედიაწიგნიერების თემაზე“.
სკოლის კლუბ „სიახლეების თაობის“ მოსწავლეები საინტერესო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ.
მათ ჰქონდათ დავალება, გადაეღოთ მოკლე პოტკასტი გამოქვეყნებული „ფეიკ ნიუსის“ შესახებ.
კლუბის წევრები დიდი ინტერესით და ხალისით არჩევდნენ საკითხებს, ძალიან მოეწონათ მათზე დაკისრებული ფუნქციები და მეტად საინტრესო პოდკასტიც გადაიღეს.
„მადლობა ქალბატონ მარი ხარიტონაშვილს ამ შესაძლებლობებისთვის. მადლობა სკოლის დირექტორს - ნანა ჯგერენაიას მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
წარმოგიდგენთ პოდკასტს მოსწავლეთა მონაწილეობით - იხილეთ ბმული
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლა მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანია - „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდა
პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას