| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულების მიღწევით ხშირად ამაყობენ.
ახალგაზრდების მიღწევებში მათი ლომის წილი მიუძღვით.
ამის დადასტურებაა ისიც, რომ სკოლის დირექტორმა - მამუკა მესხიშვილმა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ რექტორის - კახა შენგელიას სახელით, მადლობის წერილი მიიღო.
როგორც წერილში ვკითხულობთ, კურსდამთავრებულებმა - სანდრო ფილაურმა და მარიამ ანსიანმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს და ამასთან ერთად, IBSU-ის შიდა სასწავლო გრანტით ისარგებლებენ.
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ თქვენმა მოსწავლეებმა - სანდრო ფილაურმა და მარიამ ანსიანმა მოიპოვეს სახელმწიფო დაფინანსება და ამასთან ერთად ისარგებლებენ IBSU-ის შიდა სასწავლო გრანტით.
გულითად მადლობას მოგახსენებთ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების მომზადებისთვის.
მოგმართავთ თხოვნით, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების სახელით, მადლობა გადასცეთ ყველა პედაგოგს, ვინც წვლილი შეიტანა წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდაში“,- წერია კახა შენგელიას, შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორის წერილში.
იხილეთ ფოტო:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება