| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტული წარმატებით ხარობენ.
სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ალექსი ალექსანდრიამ კრივის ღია ტურნირში გამარჯვება მოიპოვა.
ღია ტურნირი კრივში, ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის ორგანიზებით, 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის კრივის დარბაზში ჩატარდა.
ტურნირში მონაწილეობდნენ - ზუგდიდის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტის მოკრივეთა გუნდები, მათ შორის იყო ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ალექსი ალექსანდრია, რომელმაც ღირსეულად დაიმსახურა პირველი ადგილი.
სკოლაში მოსწავლეს გამარჯვებას ულოცენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის პედკოლექტივი ულოცავს ალექსის გამარჯვებას! ვუსურვებთ, ულევ წარმატებას მომავალშიც!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა